მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. მისი პერსონის გარშემო საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდი იყო.
მის ცხოვრებაში წარმატებასთან და ბედნიერ ამბებთან ერთად, ტკივილიც ბევრი იყო, მოუკლეს მამა - ცნობილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი კახი ასათიანი:
2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლისდა) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა. რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა.
მაკა ასათიანის დედა ლუიზა თავართქილაძეა. ოჯახის სხვა წევრების მსგავასად, მედიასთან გამოჩენა არც მას უყვარს. უმშვენიერესი ქალბატონის ფოტოებს სოციალურ ქსელში იშვიათად მისი შვილიშვილი, მაკა ასათიანის დისშვილი, მარიანა აჩბა აქვეყნებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ მარიანა ძალიან ჰგავს დეიდას, ხოლო მაკა კი - დედას.
მაკა წლების მანძილზე მერაბ ჟორდანიას მეუღლე გახლდათ და თბილისში ცხოვრობდა. წყვილს ქორწინებიდან ორი ვაჟი, კახი და ლევანი ჰყავს.
მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. კახის და ნანიკოს ჯვრისწერა ქაშუეთის ტაძარში შედგა, შემდეგ კი სტუმრებმა წვეულებაზე "შატო მუხრანში" გადაინაცვლეს. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა.
წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს.
"სკოლის დამთავრების შემდეგ წავედი მილანში, გამოცდები ბაკალავრიატზე ჩავაბარე ბიზნესის მიმართულებით და შემდეგ მარკეტინგში გავიარე სპეციალიზაცია. იტალიიდან თბილისში დავბრუნდი და გამოცდები GIPA-ში, ბიზნესის მაგისტრატურაზე ჩავაბარე. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია. ერთდროულად რამდენიმე კურსზე ვსწავლობდი: გავიარე ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის განხრით და შემდეგ საკუთარი პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით განვავითარე. ჩემი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია − მიმუშავია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ჩემი პროფესიული ინტერესები იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ სად მიწევდა ცხოვრება და მეც ამ ახალ მიმართულებებს დიდი ინტერესით მივყვებოდი.
მე და მაკას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ზოგადად, მგონია, რომ არ არსებობს იდეალური ფორმულა, რომელიც ადამიანების კარგი ურთიერთობისთვის აუცილებელია. ვფიქრობ, ყველაზე მთავარია გულწრფელობა და სიყვარული, რომელიც ჩვენ ჭარბად გვაქვს. მე და მაკა ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ" - ამბობდა ნანიკო ჟურნალ OK! - თან ინტერვიუში.
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მაკა საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ერთი პერიოდი ის ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამფლობელი და დირექტორი იყო.
მაკას მეორე მეუღლე კოტე გეგელიაა. წლების მანძილზე ოჯახი ესპანეთში ცხოვრობდა, თუმცა მაკა დიდ დროს ატარებს შვეიცარიაში უფროს ვაჟთან, კახისთან ერთად, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა.
მაკას და კოტეს ერთი საერთო შვილი, კონსტანტინე ჰყავთ, რომელიც უკვე 19 წლისაა, თუმცა უფროსი ძმების მსგავსად, არც მედიაში და არც სოციალურ ქსელში გამოჩენა არ უყვარს.
ცნობილი ოჯახის კიდევ ერთი პოპულარული წარმომადგენელი პიანისტი მარიანა აჩბაა. მარიანა მაკა ასათიანის დის, სალომე ასათიანის ქალიშვილია. სალომე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და არც 90-იან წლებში უყვარდა კამერები, მაშინ, როდესაც თბილისის ბომონდურ წვეულებებზე ყველაზე სასურველი სტუმრები მაკა ასათიანი, მისი ბიძაშვილ-მამიდაშვილები და მეგობრები გახლდნენ.
მაკა ასათიანის უცნობი დის ცხოვრება - ულამაზესი ქალი, რომელიც "აფხაზი პრინცესას" დედაა
სალომე ასათიანის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და არ უყვარს მედიის ყურადღება. წლების წინ სალომე ცოლად გაჰყვა ასტამურ აჩბას. წყვილს ერთი ქალიშვილი შეეძინათ, მარიანა, რომელიც წლების წინ გაიცნო საზოგადოებამ. წყვილი წლების წინ დაშორდა და ასტამურ აჩბა ახლა მეორე ქორწინებაში იმყოფება, თუმცა არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს შვილთან და მარიანაც სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მამასთან გადაღებულ ფოტოებს.
მარიანამ განათლება მუსიკალურ სფეროში საზღვარგარეთ მიიღო. ის პიანისტია და წარმატებული კარიერა აქვს.
"ზრდასრულ ასაკში რომ დავიწყე დაკვრა, მივხვდი, რომ მე კი არ ვჭირდები მუსიკას, როგორც ამას ბავშვობაში გაჯერებენ, არამედ მე მჭირდება მუსიკა იმისათვის, რომ ვიგრძნო თავი ისე ბედნიერად, როგორც ვგრძნობ...
ახლა პარიზში ვარ, ჩემს სახლში. რომ დავიბადე, ერთი წლის მანძილზე ვცხოვრობდით აქ და მერე გადავედით საქართველოში.
მამის მხრიდან აფხაზი ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ არასდროს არ ვყოფილვარ. მშობლები აფხაზეთზე განსაკუთრებული სიყვარულით გვიყვებიან.
პარიზში ვსწავლობდი კინოაკადემიაში, სარეჟისოროზე და სულ ვფიქრობდი, რატომ დავანებე დაკვრას თავი. 5 წლის ვიყავი, დაკვრა რომ დავიწყე. შემდეგ11 წლისამ თავი დავანებე. მუსიკას 18 წლის ასაკში დავუბრუნდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, თითქოს მანამდე არასდროს დამიკრავს. ძალიან ბევრი ვიტირე და ვთქვი, რომ დავაგვიანე. შემდეგ პარიზში რომ დავბრუნდი, ბევრს დავდიოდი ფეხით, ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას და გული მწყდებოდა, რომ დავთმე. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ისევ თავიდან ვცადე, პატარა პროგრესი დავინახე და მუსიკასთან გაუცხოებაც გაქრა. როცა გავიგე, რომ პირველი კონცერტი უნდა დამეკრა, მთელი სამი თვე ვნერვიულობდი. ეს იყო იმ 15 წლის ღელვა ერთიანად. სიზმარივით მახსოვს, რაც შეუძლებელი მეგონა, უნდა დამემტკიცებინა, რომ ან მართლა შეუძლებელია, ან შემიძლია.
„ზღაპრული პრინცესა “ - ნახეთ მაკა ასათიანის შვილიშვილის ფოტოები
დეიდაჩემი არის ძალიან დიდი ძალა. დიდი სიყვარულის მოცემა შეუძლია. მგონია, რომ თვალებში დიდი სიყვარული აქვს და ეს სილამაზეც აქედან მოდის. არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მასთან მეგობრობის გარეშე.
დედაჩემისგან სულ ვსწავლობ შინაგან სისუფთავეს და სიმარტივეს, ეს ძალიან იშვიათია. ბებია და ბაბუა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ, მათთან გავიზარდე", - ამბობდა მარიანა აჩბა Movement-თან საუბრისას.