"მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ მე ვმკურნალობ ყელზე. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ბევრი ადამიანისგან გავიგე, ექიმის მხრიდან არასწორი მკურნალობის ჩატარების გამო ყელისა და იოგების სერიოზული პრობლემები რომ შეექმნათ. გაოცებული ვარ, ისეთი რაღაცები მესმის", - ამბობს მომღერალი მარიკა თხელიძე და მსგავსი პრობლემის მქონდე ადმიანებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ის აღნიშნავს, რომ ახლა თავადაც გადის ხორხის თერაპიას.
ცოტა ხნის წინ ამ თემაზე მარიკამ უფრო ვრცლადაც ისაუბრა:
"როდესაც მეუღლე გავიცანი, მაშინვე ძალიან დიდი პატივისცემა გამოხატა, ჩემი, როგორც მომღერლის მიმართ. ძალიან მოსწონდა ჩემი სიმღერები. სადმე როცა ვართ, საზოგადოებაც მთხოვს, რომ ვიმღერო, მაგრამ გიორგის თავადაც სულ უნდა, რომ სცენაზე ავიდე. ამ ბოლო პერიოდში რადგან ცოტა გამოვეთიშე სიმღერას, ძალიან უნდა, სცენას ისევ დავუბრუნდე. ძალიან მიწყობს ხელს. როცა, ვთქვათ, გადაღებაა თბილისში, არ დაიზარებს, რომ წამომიყვანოს. იცის, რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ თავად აქტიურობს. ყელის ექიმთან ვიყავი მისასვლელი, რადგან გადაღლილი ვარ, ვათენებ ბავშვის მოვლაში, ბევრჯერ გადავდე. ბოლოს გიორგიმ თავად წამიყვანა. თურმე სერიოზული პრობლემები მქონია, გადავრჩი ოპერაციას, მივუსწარი და ვიმკურნალე, ხორხის თერაპია ჩავიტარე. ძალიან შემეშინდა, რადგან მითხრეს, რომ კეთილთვისებიანი წანაზარდები მქონდა. ფონიატრმა ირინა ქაცარავამ და ეკა ფეიქრიშვილმა ძალიან დიდი დახმარება გამიწიეს და მიმკურნალეს იოგებზე. მას შემდეგ დავიბრუნე ჩემი ხმა. ვხვდებოდი, რომ მეტ-ნაკლებად პრობლემები მქონდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რამდენად დიდი პრობლემები მქონია", - ამბობდა მარიკა თხელიძე.
მარიკა თხელიძე პირველად 2014 წელს დაოჯახდა, მისი მეუღლე გიგა ანდრიაძე იყო. წყვილს 2 წელიწადში ბიჭი შეეძინა, რომელსაც ნიკუშა დაარქვეს. ბავშვის ნათლია და მარიკა თხელიძის მეჯვარე, არანაკლებ ცნობადი სახე, თიკა ჯამბურია იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მარიკა და გიგა ერთმანეთს დაშორდნენ. მარიკამ მეორედ იქორწინა და უკვე ორი შვილის დედაა.
მომღერალ მარიკა თხელიძისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი მანველიძის ქორწინების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის, ნინი ქარსელაძის დახმარებით გაიცნო და მათი მეგობრული ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში. მარიკას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, ხოლო მას და გიორგი მანველიძეს ქალიშვილი სულ ცოტა ხნის წინ შეეძინათ.
"ვივიენი და ნიკოლოზი" - მარიკა თხელიძე უსაყვარლესი შვილების ფოტოს აქვეყნებს
„არასდროს ვმალავ ასაკს, 35 წლის ვარ. პირველად დედა რომ გავხდი, ნიკუშა რომ დაიბადა, უბედნიერესი ვიყავი. ახლა უკვე ორი შვილის დედა ვარ – ვივიენმა დედობის სიხარული და ბედნიერება გამიორმაგა. დედის როლი ძალიან საპასუხისმგებლოა. ნიკუშა რომ გავაჩინე, 27 წლის ვიყავი, კულტურის სამინისტროში ვმუშაობდი, თან, ბენდთან ერთად ვმღეროდი და სულ იმას ვდარდობ, ის დრო რომ ნიკუშას გვერდით არ ვიყავი. ახლა არ ვმუშაობ, დიდ დროს ოჯახში ვატარებ და ვიგრძენი, რომ დიასახლისობა ყოფილა ყველაზე რთული პროფესია (იცინის). ახლა ყოველდღიურად ვანაზღაურებ იმ დაკარგულ წუთებს, როცა ნიკუშასთან არ ვიყავი და აქტიურად ვარ მის ცხოვრებაში ჩართული. „ფეთიან“ დედასაც კი მეძახიან. ვივიენიც მე თავად გავზარდე, არ მყოლია ძიძა. ამის გამო ბევრჯერ მითქვამს უარი სადმე წასვლაზე. ახლა ბათუმში ვცხოვრობ და როცა თბილისში კონცერტზე გამოვდივარ, ვცდილობ, იმ საღამოსვე უკან დავბრუნდე. ბავშვების გარეშე ვერსად ვძლებ" - ამბობდა მარიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ახალი გამოწვევა დაიწყო ჩემთვის და ძალიან საინტერესო. სიმართლე რომ გითხრათ, სულ მინდოდა, ოღონდ არასდროს ვაჟღერებდი ხმამაღლა. ხომ არის, რაღაცებზე გეფიქრება… და დავრწმუნდი, რომ ფიქრი მატერიალიზდება. კონკრეტულ გადაცემაში არა, მაგრამ ტელევიზიაში წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემს თავს. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ტელევიზია, გადაღება ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა. ამან თავისი დიდი როლი ითამაშა. მინდოდა, რომ ასეთი გამოწვევის წინაშე ვყოფილიყავი კარგი გაგებით. მართლაც მივიღე შეთავაზება „გვიანი დილის“ გენერალური პროდიუსერისგან, თამარა მაჭავარიანისგან. რომ გითხრა, დავფიქრდი-მეთქი, არა. დიდი სიხარულითა და ზეიმით შევუერთდი ამ გუნდს. მე თვითონ მაინტერესებს ჩემი შესაძლებლობების გამოცდა. მაინტერესებს, როგორ წარვმართავ ამ საქმიანობას" - ამბობს მარიკა Fortuna.ge-სთან ინტერვიუში.