ვერძი
ისინი, ვინც თქვენ ძალიან გიყვართ, დღეს შესაძლოა აუტანლები გახდნენ და იმ გამოხდომების გამო, რომლებსაც თქვენ სხვებს ვერ აპატიებდით, განაწყენების შესაძლებლობაც კი არ გექნებათ.
კურო
დღეს მოგეცემათ საშუალება, ცოტა დაისვენოთ და ძალები მოიკრიბოთ. სამსახურში ძალებს მოუფრთხილდით. რომანტიკული განწყობა საღამოს გამოიყენეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას.
ტყუპები
მოგიწევთ მნიშვნელოვანი ყოვედღიური საქმით დაკავება. მიეცით საშუალება საკუთარ ნერვულ სისტემას, დაისვენოს. მიღწეულით კმაყოფილი ხართ, რაც მოგცემთ საშუალებას, მოდუნდეთ.
კირჩხიბი
დღეს შესაძლოა ძალიან გამოგადგეთ თქვენი მჭევრმეტყველების უნარი. სამწუხაროდ, ნათლად მხოლოდ სხვის პრობლემებს ხედავთ და აფასებთ. დღეს მოგიწევთ გარკვეული პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა, რაც სამწუხაროდ, ხარისხზე იმოქმედებს.
ლომი
დღე ძალზე აქტიურია, საქმეებით და საუბრებით აღსავსე. არაა გამორიცხული, რომ საღამოს თქვენ გელოდეთ სასიხარულო შეხვედრა. სავარაუდოდ, ზუსტად ეს დღე მოგცემთ საშუალებას, მიაღწიოთ შეთანხმებას პარტნიორთან.
ქალწული
დღევანდელი დღე სასიკეთოა თქვენთვის და გარკვეულ მოგებას გპირდებათ. თავს გაცილებით ძლიერად და მყარად იგრძნობთ. თქვენში ჰარმონია დაისადგურებს. საკუთარი თავით კმაყოფილი იქნებით.
სასწორი
დღეს ხელსაყრელი დღეა თანამოაზრეების შესაძენად. კარგად აწონეთ და გააანალიზეთ შექმნილი სიტუაცია, გათვალეთ ყველა ნაბიჯი და სიტყვა.
მორიელი
დროა, საკუთარი გეგმები და ჩანაფიქრები განახორციელოთ. წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მოქმედება საგულდაგულოდ გაქვთ შერჩეული.
მშვილდოსანი
დღეს არ აჰყვეთ სიზარმაცის ცდუნებას, თორემ ჩვეულ სამუშაო რიტმში დაბრუნება გაგიჭირდებათ. სამსახურში ეცადეთ შემოიფარგლოთ მხოლოდ სამსახურებრივი საკითხებით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დაძაბულ სამუშაო გრაფიკს დასვენების დღეები მოსდევს.
თხის რქა
დღეს თქვენ წამყვანი ადგილი გეკავებათ მეგობრების წრეში. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, საუკეთესო დროა შერიგებისთვის. სასარგებლო დღეა კომერციული ოპერაციებისათვის. შესაძლებელია დახმარება საზღვარგარეთიდან.
მერწყული
თქვენი ემოციური განწყობა ხელს შეგიშლით ყოვედღიური სამუშაოს შესრულებაში. თუმცა არ ღირს ოცნებებსა და სურვილებზე აყოლა. რომანტიკა საღამოსთვის გადადეთ, აიძულეთ საკუთარი თავი, იმუშაოთ.
თევზები
აუცილებლად შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე. დღეს რაც უნდა მოხდეს, არ მიაქციოთ ყურადღება.