ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.
ამჯერად ანუკი საკუთარ გვერდზე პოპულარული დერმატოლოგის, ინფლუენსერ ლინდსი ზუბრიცკის ვიდეოს გვიზიარებს, რომელიც ამბობს, რომ სახის კანის მოვლისას არ არის საჭირო ბევრი პროდუქტის ერთდროულად გამოყენება, თუმცა, თუ თქვენი რუტინა მაინც მრავალსაფეხურიანია, ლინდსი გასწავლით, რა თანმიმდევრობით უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა პროდუქტი.
ვიდეოს ანუკი არეშიძე გამოეხმაურა და დაწერა, რომ თავად ბევრი პროდუქტის ერთად მოხმარებას არ ემხრობა:
"და ამდენ პროდუქტს რა ხარისხით იწოვს კანი? ან საერთოდ ახერხებს კი შეწოვას? არ ვემხრობი 15 პროდუქტის ერთდროულად წასმას" - წერს ანუკი.
კახა კალაძე იუბილარია: ანუკი არეშიძის მილოცვა, ფოტოები არქივიდან და განვლილი გზა
"დედიკო და მამიკო, გილოცავთ ვალენტინობის დღეს..." - შვილის სიურპრიზი კახა კალაძესა და ანუკი არეშიძიეს: რა კადრებს აქვეყნებს დიზაინერი
როგორ დაამარცხა ანუკი არეშიძემ აკნე
"ბევრი წერილი მივიღე, როგორ ვუმკურნალე კანეს, რომელიც სამი წლის წინ არასწორად ჩატარებული წმენდის შედეგად უეცრად დამემართა, ამავდროულად, დაერთო ჰორმონალური ფონიც. 6 თვის განმავლობაში უამრავი ხერხი ვცადე, რომლებიც მრავალმხრივ არის გაზიარებული სოციალურ ქსელში, თუმცა შედეგი არ მქონდა. ყოველდღიურად უარესდებოდა და ელემენტები მკაფიოდ მრავლდებოდა. უკვე ფარხმალდაყრილი, სრულიად შემთხვევით, ბავშვთან ჩანიშნული ვიზიტით, აღმოვჩნდი კლინიკა "მარჯანში" ატენზე, სადაც დერმატოლოგმა ჩემი მდგომარეობა სწორად შეაფასა. დავიწყე კომპლექსური მკურნალობა და ორ კვირაში დავინახე, რომ აკნე აღარ მრავლდებოდა, დარჩენილი ელემენტების ალაგებაც დაიწყო. სწორი მკურნალობით აუცილებლად დაიბრუნებთ კანის პირვანდელ სახეს, არ დანებდეთ, აკნე განაჩენი არ არის" - წერდა ანუკი არეშიძე.
როგორ უვლის ანუკი არეშიძე სახის კანს
ანუკი არეშიძე სახის კანის მოვლისთვის სხვადასხვა პროდუქტს იყენებს და ამის შესახებ ის თავადაც ხსირად წერს სოციალურ ქსელში, სასარგებლო რჩევებსა და საკუთარ გამოცდილებას აქტიურად უზიარებს ქალებს. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ანუკი იყენებს გუაშაა. გუაშა სუფთა და გლუვი კანისა და იდეალური სახის ოვალისთვის საუკეთესო საშუალებაა.
რა არის და როგორ უნდა გამოიყენოთ გუა შა, წაიკითხეთ აქ: ჩინელი ქალების იდეალური კანის საიდუმლო - გუა შა, რომელსაც სახის კანისა და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ