"შეიძლება ისეთი გახდეთ, როგორიც აქამდე იყავით“ - ნოე სულაბერიძის სიურპრიზი მარიამ ტატანაშვილს და ახალგაზრდა გოგოს ტრაგიკული ისტორია - Marao

"შეიძლება ისეთი გახდეთ, როგორიც აქამდე იყავით“ - ნოე სულაბერიძის სიურპრიზი მარიამ ტატანაშვილს და ახალგაზრდა გოგოს ტრაგიკული ისტორია

2024-03-18 13:00:32+04:00

მარიამ ტატანაშვილის ისტორია ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელითა თუ ტელევიზიით უამრავმა ადამიანმა შეიტყო. მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა ავტოკატასტროფამ, რომლის შედეგადაც ის მძიმედ დაშავდა, თუმცა გადარჩა და ბრძოლას ჯანმრთელობისთვის დღემდე აგრძელებს. 

სიცოცხლით სავსე გოგონა მარიამ ტატანაშვილი 2021 წელს მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ავარიაში მოყვა. მრავალმხრივი ტრავმის გამო მის გადარჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მოხდა სასწაული და მარიამი გადარჩა. ჩაუტარდა 10-ზე მეტი ოპერაცია და ფიზიკურ ტკივილებთან ერთად მას რთულ ფსიქოლოგიურ ტრავმებთან გამკლავებაც მოუწია. 

"დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დავამთავრე 31-ე სკოლა. ვიდრე ავარიაში მოვყვებოდით, ვცხოვრობდი ჩვეულებრივი გოგოს ცხოვრებით, არც მდიდარი ვყოფილვარ, არც ღარიბი, მაგრამ თითქოს არც არაფერი მაკლდა. ბევრი მიზანი მქონდა დასახული და ოცნებების ასასრულებლად შეძლებისდაგვარად ვიბრძოდი. 2 წელი ვსწავლობდი ფოტოგრაფიას და ძალიან მინდა, პროფესიონალი ფოტოგრაფი გავხდე. მომწონს ფოტომოდელობაც. ასევე, 4 წელი ვცეკვავდი "ერისიონში", 7 თვე დავდიოდი სამეჯლისოზე და 7 თვე - სამოდელო სტუდიაში, 9 თვე - ჰიპ-ჰოპზეც. მოკლედ, ძალიან მიყვარდა და მიყვარს ხელოვნება. ხშირად, როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი, ვხატავდი ან ფოტოებს ვიღებდი. ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპია იყო, მაგრამ ამ ავარიამ სრულიად შემიზღუდა ცხოვრება, ვეღარც ვხატავ, ვეღარც ფოტოებს ვიღებ და ვერაფერს ვაკეთებ, რისი კეთებაც სულით და გულით მიყვარს...

„ოპერაციამდე ორი დღით ადრე მითხრა, უნდა დავშორდეთ, აღარ მინდა შეყვარებულიო“ - მარიამ ტატანაშვილი, გოგო, რომლის ცხოვრებაც ერთმა უბედურმა შემთხვევამ შეცვალა 

  • ჩემი ოცნებაა, ისევ დავინახო სამყარო და ადამიანები იმ ფერებში, როგორშიც ვხედავდი... ავარიაში მოვყევი 2021 წლის 15 იანვარს. იმ დღემ დაანგრია ჩემი ცხოვრება. ამ ტრაგედიის დროს შეყვარებულიც ჩემთან ერთად იყო, რომელმაც რეანიმაციიდან გამოწერის შემდეგ მალევე მიმატოვა. საჭესთან ჩემი დიდი ხნის მეგობარი იჯდა, რომელმაც ერთხელაც არ მომიკითხა. მისი მშობლები საავადმყოფოს კართან იქამდე იდგნენ, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ არ მოვკვდებოდი და მათი შვილი ციხეში არ წავიდოდა... ავარიის მომენტები სიზმარივით მახსოვს", - იხსენებდა მარიამი. 

ახალგაზრდა გოგო ცოტა ხნის წინ ნოე სულაბერიძის გადაცემასაც სტუმრობდა, სადაც საკუთარი ცხოვრების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა: 

"ავარიის შედეგად დავკარგე თითები, მხედველობა, სახის ძვლები დამემტვრა… ყველამ მიმატოვა… საჭესთან ვინც იჯდა, იმ მეგობარმა საერთოდ არც მომიკითხა…

"ავარიამ დაანგრია ჩემი ცხოვრება - რეანიმაციიდან გამოწერის შემდეგ მიმატოვეს შეყვარებულმა და მეგობარმა..." - წამებში შეცვლილი ცხოვრება და გოგონა, რომელსაც დახმარება ესაჭიროება 

რეანიმაციიდან გამოწერის დღეს ჩემს შეყვარებულს ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ვიფიქრე, რაღაც პრობლემები ჰქონდა… თუმცა შემდეგ მითხრა, რომ აღარ უნდოდა შეყვარებული ჰყოლოდა…

საკუთარმა მამიდაშვილმა და ბებიამ მიმატოვეს… ორი წლის მანძილზე არცერთს მოვუკითხივარ" - ამბობდა მარიამ ტატანაშვილი. ნოე სულაბერიძის გადაცემაში კი მას სიურპრიზი გაუკეთეს: 

„რაც ჩვენ შეგვეძლება, ყველაფერში დაგეხმარებით უფასოდ. როდესაც თქვენს პრობლემებს გამოვიკვლევთ, შეგვეძლება გითხრათ, რას შეიძლება ველოდოთ. რა თქმა უნდა, გაუმჯობესება გექნებათ და შეიძლება ისეთი გახდეთ, როგორიც აქამდე იყავით“, - თქვა გადაცემაში პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ.