ვეტერანი ფეხბურთელი რეზი არველაძე ბაბუა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა და ოჯახის დიდი სიხარული უამრავმა ადამიანმა გაიზიარა. ვატო არველაძესა და მაკუნა ზედაშიძეს პირველი შვილი შეეძინათ. პატარა გოგონას სოფია დაარქვეს.
რეზი არველაძის ოჯახი
რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე უკვე წლებია ერთად არიან. წყვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და მათი ოჯახი ნამდვილად გამოირჩევა სილამაზითა და ჰარმონიულობით.
„სიყვარული სიტყვებით არ იხსნება, ხომ ვერ მოჰყვები, როგორ და რანაირად არის. ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ გამოხედვაში ჩანს, ზოგჯერ – შეხვედრაში, ზოგჯერ – კამათში, მონატრებაში, ყველაფერში. ერთად ვერ მომიყრია თავი და რა ჰქვია, არ ვიცი, მჭადივით არ ცხვება. მნიშვნელოვანია ოჯახში კომფორტის შექმნა და დისკომფორტის თავიდან აცილება. რაღაცები ხომ უნდა დათმო ადამიანმა. იმას არავინ გთხოვს, დათმო ის, რისი დათმობაც შეუძლებელია. ვერავისთან ვერ ვყოფ თეონას სიყვარულს…“ - ამბობდა რეზი არველაძე.
ვატო არველაძე
ვატო არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილია, რომელიც წყვილს 1998 წელს გერმანიაში, ჰამბურგში შეეძინა. ვატომ მამის გზა გააგრძელა და თავადაც ფეხბურთელია. ვატომ სულ ცოტა ხნის წინ, ხანგრძლივი რომანის შემდეგ, უმშვენიერეს მაკუნა ზედაშიძეზე იქორწინა.