ჰყავს თუ არა პრინც უილიამს უკანონო შვილი ქეითის საუკეთესო მეგობრისგან და გაიქცა თუ არა სასახლიდან პრინცესა - ვინ არის ლედი სარა როუზ ჰანბერი და რა მოხდა სინამდვილეში - Marao

ჰყავს თუ არა პრინც უილიამს უკანონო შვილი ქეითის საუკეთესო მეგობრისგან და გაიქცა თუ არა სასახლიდან პრინცესა - ვინ არის ლედი სარა როუზ ჰანბერი და რა მოხდა სინამდვილეში

2024-03-18 16:29:13+04:00

ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელები მთელ მსოფლიოში მოიცვა უელსის პრინცესის, ქეით მიდლტონის გაუჩინარების ამბავმა. ქეითი ბოლოს საჯაროდ თითქმის სამი თვის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ ჭორები მის ირგვლივ არ წყდება.

პრინცესას მიმართ ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ ინტერნეტში შეიქმნა მოძრაობა #WhereIsKateMiddleton, რომელშიც უელსის პრინცესას თაყვანისმცემლები აზიარებენ თავიანთ თეორიებს იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ფიქრობენ, რომ სასახლე საგულდაგულოდ ცდილობს ქეითის შესახებ ინფორმაციის დამალვას.

გავლენიანმა გამოცემა The Independent-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია ქეითის შესახებ, თუმცა ეს განცხადება ძალიან მშრალი იყო და საზოგადოებას აუწყებდა, რომ პრინცესას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ თავს უკვე კარგად გრძნობს და საქმიანობას აღდგომის დღესასწაულისთვის დაუბრუნდება.

ამ ზედაპირული განცხადების პარალელურად, ხმაური მოჰყვა დედის დღეს ქეითისა და მისი შვილების ფოტოსაც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ახლად გამოჯანმრთელებულ პრინცესას მეუღლემ, უილიამმა გადაუღო. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ფოტო გაყალბებული იყო ფოტოშოპით და Associated Press-მა, Getty Images-მა, AFP-მ და Reuters-მა ის წაშალეს. ფოტო რომ ფალსიფიკაცია იყო, ეს თავად ქეითმაც აღიარა და მოიბოდიშა:

  • "ბევრი მოყვარული ფოტოგრაფის მსგავსად, ზოგჯერ ექსპერიმენტებს მეც ვატარებ ფოტოშოპით. მინდოდა, ბოდიში მომეხადა ყოველგვარი დაბნეულობის გამო, რომელიც ჩვენ მიერ გუშინ გავრცელებულმა ოჯახურმა ფოტომ გამოიწვია. ვიმედოვნებ, რომ ყველას ბედნიერი დღე გქონდათ" - ამბობდა ის აღნიშნულ განცხადებაში.

ამ ზედაპირული განცხადებებისა და ტყუილების მიღმა, ტაბლოიდები თუ უბრალოდ სოციალური ქსელების მომხმარებლები სულ უფრო აქტიურად წერდნენ სამეფო ოჯახში სამაგალითო წყვილს, ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამს შორის გაჩენილ ბზარსა და უთანხმოებაზე. მეტიც, ბოლოს გავრცელებულ პაპარაცულ ფოტოებში ის „სევდიან პრინცესა დაიანასაც“ კი შეადარეს. ეს სევდა და ოჯახური განხეთქილება კი, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ლედი სარა როუზ ჰანბერის უკავშირდება.

ქალი, რომელსაც სამეფო ოჯახის „დანგრევა ედება ბრალად“, ლედი სარა როუზ ჰანბერია. მისი სახელი სამეფო ოჯახთან, კონკრეტულად კი, უილიმთან მიმართებით, პირველად 2019 წელს გაჟღერდა და მას შემდეგ ინტერესი როუზის მიმართ არ იკლებს. სწორედ ამ პერიოდში გახდა ცნობილი, რომ ქეითმა საუკეთესო მეგობართან, მოდელ როუზ ჰანბერთან იჩხუბა, მიზეზად კი მაშინაც უილიამისა და ჰანბერის რომანი სახელდებოდა. დადასტურებით არავინ იცის, შეესაბამებოდა თუ არა ეს სიმართლეს, თუმცა ქეითსა და როუზს რომ ურთიერთობა გაუფუჭდათ, ეს ნამდვილად ფაქტი იყო.

ვინ არის ლედი სარა როუზ ჰანბერი? 

როუზ ჰან­ბე­რი არის ვებდი­ზა­ი­ნე­რის, ტი­მო­თი ჰან­ბე­რის და მო­დის დი­ზა­ი­ნე­რის, ემა ჰან­ბე­რის ქა­ლიშ­ვი­ლი. მისი და, მა­რი­ნა ჰანბერიც სა­მე­ფო წრეს ეკუთ­ვნის. ლედი სარა როუზ ჰანბერი 2009 წელს დაინიშნა  ჩოლმონდელის მე-7 მარკიზზე, დევიდზე და ნიშნობიდან ორ დღეში მათი ქორწილი ლონდონში, Chelsea Town Hall-ში შედგა. წყვილს სამი შვილი ჰყავს, ტყუპები - ოლივერ ტიმოთი და ალექსანდრ ჰიუ, ასევე, უმცროსი აირის მარინა ალინი. ისინი ქეითისა და უილიამის სახლთან, Anmer Hall-თან ძალიან ახლოს, Houghton Hall-ში ცხოვრობენ. 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად 2019 წლის განხეთქილებისა, მეფე ჩარლზის კორონაციაზე როუზის ვაჟი, ოლივერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ქეითისა და უილიამის შვილის, პრინცი ჯორჯის გვერდით იყო. 

როუზი და მისი ოჯახი სასახლეში გამართულ ღონისძიებებს ყოველთვის ესწრებიან, რადგან მათ დიდი ხნის კავშირი აქვთ. როუზის გარდაცვლილი ბებია, ლედი ელიზაბეთ ლამბერტი, 1947 წელს დედოფალ ელიზაბეთისა და პრინცი ფილიპის ქორწილში მეჯვარე იყო.

3 ფაქტი ლედი სარა როუზ ჰანბერის შესახებ

  • როუზი იყო მოდელი;
  • მუშაობდა მკვლევარის პოზიციაზე პარლამენტში; 
  • ის აფინანსებს East Anglia's Children's Hospices-ს. 

რა მოხდა სინამდვილეში სამეფო ოჯახში?

რა მოხდა სინამდვილეში სასახლეში და იყო თუ არა ავადმყოფობა ქეითის გაქრობის რეალური მიზეზი, ეს არავინ იცის. ამის ფონზე კი სულ უფრო სწრაფად ვრცელდება ვერსია ლედი სარა როუზ ჰანბერისა და პრინცი უილიამის რომანის შესახებ. ამას ადასტურებს ისიც, რომ არც პრინცი და არც პრინცესა ბოლო დროს ქორწინების ბეჭდებს აღარ ატარებენ. ამე­რი­კელ­ი ტელეწამყვანი სტი­ვენ კოლ­ბერ­ტი ამტკიცებს, რომ ქეითის გაუჩინარების მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემები არ არის. კოლ­ბერ­ტის თქმით, ქეითი სასახლიდან გაიქცა იმიტომ, რომ ქმრის უკანონო შვილის შესახებ შეიტყო. უილიამს, ჟურნალისტის მტკიცებით, შვილი სწორედ ლედი სარა როუზ ჰანბერისგან ჰყავს. ახლა ქეითი განქორწინებას ითხოვს, სამეფო ექსპერტები კი ყველაფერს აკეთებენ, რომ მას გადაწყვეტილება შეაცვლევინონ, რათა თავად სამეფო ოჯახისა და პრინც უილიამის რეპუტაცია არ დაზიანდეს. 

ოფიციალური განცხადება არც ქეით მიდლტონის ჯანმრთელობისა და არც სამეფო წყვილის ურთიერთობის შესახებ სამეფო ოჯახს არ გაუკეთებია.