"ოლია არ დამემშვიდობა... მითხრა: ეს გინდოდა შენ, აწი იცხოვრე, ვისთანაც გინდაო" - გალაკტიონის უცნობი ამბები ცოლზე - Marao

"ოლია არ დამემშვიდობა... მითხრა: ეს გინდოდა შენ, აწი იცხოვრე, ვისთანაც გინდაო" - გალაკტიონის უცნობი ამბები ცოლზე

2024-03-19 17:38:38+04:00

1959 წლის 17 მარტს გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბა ამ­ქვეყ­ნი­ურ სი­ნამ­დვი­ლეს, მი­წი­ერ ყო­ფას და მა­რა­დი­სო­ბა­ში გა­და­ვი­და. 17 მარ­ტი, გარ­კვე­უ­ლი აზ­რით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­ტის მე­ო­რედ და­ბა­დე­ბის თა­რი­ღა­დაც მი­ვიჩ­ნი­ოთ, რად­გან ამ დღი­დან იწყე­ბა გა­ლა­კტი­ო­ნის სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა. მოხ­და ზუს­ტად ისე, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს ერთ-ერთ ბოლო შე­დევრში: "ვინა სთქვა შენი გარ­დაც­ვა­ლე­ბა? არა, სწო­რედ დღეს შენ და­ი­ბა­დე".

  • გა­ლა­კტი­ო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 65 წელი გა­ვი­და. მისი პო­ე­ზია დღე­საც ისე უკი­დე­გა­ნოდ აღაფრ­თო­ვა­ნებს მკი­თხველს, რო­გორც ათწლე­უ­ლე­ბის წინ. შე­სა­ბა­მი­სად, დი­დია ინ­ტე­რე­სი პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფაქ­ტე­ბის მი­მარ­თაც. სწო­რედ გა­ლა­კტი­ო­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ის დღემ­დე უც­ნობ ას­პექ­ტებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა "გა­ლა­კტი­ო­ნის კვლე­ვის ცენ­ტრის" უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, ნა­თია სი­ხა­რუ­ლი­ძე

მერი შერვაშიძე – „შანელის“ მოდელი და ქალი, რომელიც პარიზული მოდის ხატად იქცა 

- ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი გა­ლა­კტი­ო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რიღს და­ემ­თხვა, ამი­ტომ ამ თე­მით და­ვი­წყოთ. 1959 წლის 17 მარტს პო­ეტ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. რას გვე­ტყვით, რო­გო­რი იყო გა­ლა­კტი­ო­ნის ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბი და რაც არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ აი­ძუ­ლა გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­ტი, გა­და­ედ­გა ეს ნა­ბი­ჯი?

- "მე მოვ­კვდე­ბი, რო­გორც პო­ეტს შეჰ­ფე­რის", - ვკი­თხუ­ლობთ გა­ლა­კტი­ო­ნის ცნო­ბილ ლექსში. ამ სტრი­ქო­ნის და­წე­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ, გე­ნი­ა­ლურ­მა პო­ეტ­მა სა­ბე­დის­წე­რო ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. ეს ნა­ბი­ჯი, მისი მხრივ, არ­სე­ბუ­ლი სი­ნამ­დვი­ლის მი­მართ პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რე­სი ფორ­მა იყო. ტრა­გი­კუ­ლი თა­რი­ღი­დან დღემ­დე მრა­ვა­ლი წელი გა­ვი­და და მა­ინც, კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რია კი­თხვა: რამ გა­ნა­პი­რო­ბა გა­ლა­კტი­ო­ნის თვით­მკვლე­ლო­ბა. მი­ზე­ზი ბევ­რი იყო, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ერთს და­ვა­სა­ხე­ლებ. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ლა­კტი­ო­ნი უკი­დუ­რეს მარ­ტო­ო­ბას გრძნობ­და, სა­შინ­ლად აწუ­ხებ­და ის გულ­გრი­ლო­ბა, რა­საც მის მი­მართ იჩენ­დნენ. სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი და მძი­მე გა­მოდ­გა მის­თვის. ბევ­რს ახ­სოვს თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბის, პარ­კე­ბის, სა­სა­დი­ლო­ე­ბის მუდ­მი­ვი სტუ­მა­რი - მი­უ­სა­ფა­რი, უბი­ნაო გა­ლა­კტი­ო­ნი, რო­მელ­საც "შინ" დაბ­რუ­ნე­ბას ყვე­ლა­ფე­რი ერ­ჩივ­ნა. უთ­ქვამს კი­დეც ერთი ნაც­ნო­ბის­თვის: ჩემს სახ­ლში ჩემი ად­გი­ლი არა­აო. ლექ­სა­დაც აქვს ნათ­ქვა­მი – მის ერთ-ერთ ბოლო ლექსში ასეთ სტრი­ქო­ნებს ვკი­თხუ­ლობთ:

"ვთქვი: ჩიტ­საც კი აქვს თა­ვი­სი ზღუ­დე,

მე კი – მო­ხე­ტემ კი­დი­თი კი­დის,

არ ვიცი ეს გზა სა­ით­კენ მი­დის,

და მა­ინც უნდა ამ გზებს გა­ვუდ­გე"...

"ნატო გაბუნიასა და ილია ჭავჭავაძის გასაოცარი რომანის შესახებ საუბრობდა იმდროინდელი თბილისი, ოლღამაც იცოდა ამის შესახებ" - ნიკოლოზ წულუკიძის „ქართული თეატრის ამბავი" 

- არ­სე­ბობს აზრი, რომ გა­ლა­კტი­ო­ნის თვით­მკვლე­ლო­ბა უნდა შე­ფას­დეს, რო­გორც პო­ე­ტის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა. რო­გორ ფიქ­რობთ, რა როლი შე­ას­რუ­ლა გა­ლა­კტი­ო­ნის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში იმ­დრო­ინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და, ზო­გა­დად, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და პო­ეტს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან?

- დღემ­დე გრძელ­დე­ბა კა­მა­თი: ეს აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი თვით­მკვლე­ლო­ბა იყო თუ პო­ე­ტის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა, ანუ მკვლე­ლო­ბა. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბა თან­და­თა­ნო­ბით ბოლო ვერ­სი­ი­სა­კენ იხ­რე­ბა. გა­ლა­კტი­ო­ნო­ლო­გი თე­ი­მუ­რაზ დო­ი­აშ­ვი­ლი პო­ე­ტის ტრა­გი­კუ­ლი აღ­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ წერს: "ეს არ იყო თვით­მკვლე­ლო­ბა, ეს იყო მკვლე­ლო­ბა. ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში გას­რო­ლის გა­რე­შე გან­მე­ორ­და წი­წა­მუ­რი. კონ­კრე­ტუ­ლი დამ­ნა­შა­ვე არ უძებ­ნი­ათ, არც ობე­ლის­კი აღუ­მარ­თავთ მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე. 1959 წლის 17 მარ­ტი ყო­ველ­თვის უნდა ქენ­ჯნი­დეს ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბას, თუ ის სინ­დის­თან კომ­პრო­მის­ზე არ წავა". ვფიქ­რობ, ეს სი­ტყვე­ბი თქვენს კი­თხვა­ზე პა­სუხ­საც მო­ი­ცავს.

წაიკითხეთ სრულად