ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ამის შემდეგ ირინა რამდენიმე ტელეგადაცემასა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა. როგორც ჩანს, მოდელი აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული და კარიერაზე განსაკუთრებით ზრუნავს.
ირინა ონაშვილის შვილი იუბილარია - დათი 7 წლის გახდა. მოდელი დაბადების დღის კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
ირინა ონაშვილის პირადი
ირინას პირველი ქმარი ფეხბურთელი ბესო ქარდავა იყო. ბესომ ირინა მოიტაცა. მათი ურთიერთობა ვერ აეწყო და წყვილი მალე დაშორდა. მას შემდეგ ირინას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არაერთი ჭორი დადიოდა - მოდელს ცნობილ მამაკაცებთან მიაწერდნენ რომანს, თუმცა ის მალე ლადო ვარძელაშვილს გაჰყვა ცოლად.
ლადო ვარძელაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრია. ის უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში აღარ ჩნდება და არც სოციალურ ქსელში აქტიურობს.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მათ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა: როცა მეგობრები ვარძელაშვილის იარაღის კოლექციას ათვალიერებდნენ, მან "ტეტეს" სისტემის პისტოლეტი საჩვენებლად მეგობარს, ზვიად ქავთარაძეს მიაწოდა, ამ უკანასკნელს იარაღი გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგომ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა - ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ლადო ვარძელაშვილი სასჯელს გირაოს სანაცვლოდ გადაურჩა. ამ შემთხვევის შემდეგ იგი ტელეეკრანებთან გამოჩენას თავს არიდებს. ირინა და ლადო დღემდე ერთად ცხოვრობენ და ორ შვილს ზრდიან.
"რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანს აქვს იმის ყველანაირი რესურსი, დრო, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი გააჩინოს. ოღონდ, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ რთული ამბავია. სამომავლოდ როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ რთული რომ არის, უკვე ვატყობ. თუნდაც ორი შვილის გაზრდა ადვილი საქმე არ არის.
ძიძა მყავს, რომელიც ამჟამად დათუნას მოვლითაა დაკავებული. საბა ბაღში დადის და სექტემბრიდან უკვე სკოლაში წავა. განებივრებული არ ვარ ბევრი დამხმარით, ბებიებით, ბაბუებით, ძირითად პრობლემებთან მაინც მარტოს მიწევს გამკლავება.
ამ ყველაფერში ლადოც თავისთავად ჩართულია. როცა ბავშვი ძალიან პატარა იყო, მე – ახალი ნამშობიარები, ყველაფერში ძალიან მეხმარებოდა, ღამე მორიგეობის საათებსაც ვინაწილებდით.
ლადო ძალიან კარგი მამაა. ჩემსავით ყველაფერში თავიდან ბოლომდეა ჩართული-მეთქი, რომ გითხრათ, მოვიტყუები, თუმცა, ტიპაჟიდან გამომდინარე, ძალიან მეოჯახეა, ოჯახური გარემო, ბავშვებთან ურთიერთობა უყვარს. მით უმეტეს, ახლა ისეთი დაკავებული არ არის, როგორიც სხვა დროს იყო. ახლა უფრო ბევრი დრო აქვს ჩვენთან ურთიერთობისთვის"- ამბობდა ირინა.