2024 წლის მოდის კვირეულზე იყო ერთი აქსესუარი, რომლის ამოცნობაც მოდის მოყვარულებს არ გაუჭირდებათ - ვუალი, ქალის ქუდზე მიმაგრებული მსუბუქი ქსოვილის ან ბადის ნაჭერი, რომელიც სახეს ფარავს.



უელსის პრინცესას, დიანას ფავორიტი, დაფარული ქუდი ოთხმოციან წლებში არისტოკრატული მიმზიდველობის მწვერვალი იყო. ბოლო წლებში მისი პოპულარობა თანდათან შემცირდა, მაგრამ არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ ვუალი შესანიშნავად მოირგო ქეით მიდლტონმა 2022 წელს, როცა დედოფალ ელიზაბეტ II-ის დაკრძალვას ესწრებოდა.





ახლა ვუალი ისევ დაბრუნდა მოდაში - და არამხოლოდ დაკრძალვებისთვის. მისი პოპულარიზაცია კი კვლავ ლონდონში იწყება. ინგლისური ბრენდების გარდა, ეს დეტალი Dolce & Gabbana-ს და Louis Vuitton-ის კოლექციაშიც შეგხვდებათ.