საქართველოში გავრცელებული სახელებიდან თითოეულს, ცხადია, თავისი ისტორია და წარმომავლობა აქვს. არიან მშობლები, რომლებიც შვილებისთვის შედარებით უცხო და განსხვავებულ სახელებს არჩევენ, თუმცა არიან ისეთი წყვილები, რომლებიც ტრადიციების ერთგული რჩებიან და შვილებისთვის ქართულ სახელებს ანიჭებენ უპირატესობას:
ემოციებითა და სიყვარულით სავსე დღე - როგორ მიულოცეს ცნობილმა ქართველებმა დედებს 3 მარტი
"კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია" - ზურიკო დავითაშვილი მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს
ზურიკო დავითაშვილი
ზურიკო და მისი მეუღლე, უმშვენიერესი მია გზირიშვილი, პირველი შვილის მშობლები სულ ცოტა ხნის წინ გახდნენ: ბავშვს დათი დაარქვეს.
- დათი/დავითი - ებრაული წარმოშობის, ბიბლიური საკუთარი სახელია და "წინამძღოლს" ან "მეგობარს" ნიშნავს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ სახელის მქონე 93 ათასზე მეტი (68000-ზე მეტი „დავით“ და 25000-ზე მეტი „დავითი“) მოქალაქე.
რუსკა ქარქაშაძე
რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ბავშვს ზუკა დაარქვეს.
- ზუკა/ზურაბი - ზურაბი სპარსული წარმომავლობის ბიჭის სახელია და "წითლად მოელვარეს" ნიშნავს.
ირაკლი მაქაცარია
პირველი შვილის მშობლები გახდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩია - ბავშვს საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელი, გიორგი დაარქვეს.
- გიორგი - მომდინარეობს ბერძნული სახელიდან გეორგიოს და "მიწათმოქმედს" ნიშნავს. საქართველოში, სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, ყველაზე გავრცელებული სახელია, რომელსაც ატარებს 151 239 ადამიანი.
გიორგი გასვიანი
გიორგი გასვიანმა და მარიტა მელიქიშვილმა შვილს გალაქტიონი დაარქვეს. გალაქტიონი - ბერძნული წარმომავლობის სახელია და "რძიანს" ნიშნავს.
ნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილს ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძესთან ერთი შვილი - ელენე ჰყავს.
- ელენე - მანათობელი, მოკაშკაშე, რჩეული - ბერძნული წარმომავლობის სახელია.