სახის კანის მოვლა 30 წლის შემდეგ - პრაქტიკული რჩევები - Marao

სახის კანის მოვლა 30 წლის შემდეგ - პრაქტიკული რჩევები

2024-03-21 13:30:30+04:00

სახის კანის მდგომარეობა არაერთ საკითხზეა დამოკიდებული. მასზე გავლენას ახდენს ქარი, მზის სხივები, წვიმა, სიცივე, ასევე, შინაგანი მდგომარეობაც, როგორიცაა ჰორმონალური დარღვევები ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადება. 

ზოგადად, კანის მოვლა ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია. თუმცა სხვადასხვა ასაკში კანს განსხვავებული რუტინა სჭირდება. ადრეულ ასაკში ქალების დიდ ნაწილს თუ ცხიმიანობასა და აკნესთან უწევს ბრძოლა, მოგვიანებით მათთვის უფრო აქტუალური ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების პრევენციაა. 

კანის ტიპის შესაბამისი დატენიანება კი ნებისმიერ ასაკში გადამწყვეტია. კანის ზოგად მდგომარეობაზე პასუხისმგებელია კოლაგენი, რომელიც ახალგაზრდობაში ინტენსიურად გამომუშავდება. შესაბამისად, კანი დაჭიმული, ელასტიკური და გლუვია. წლების მატებასთან ერთად კი მცირდება კოლაგენის გამომუშავება და კანის სიჯანსაღის შენარჩუნებას დახმარება სჭირდება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია როგორც კანის მოვლის საშუალებები, ისე სწორი კვება.

გიზიარებთ კანის მოვლის 5 ოქროს წესს, რომლებიც 30 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

იკვებეთ ჯანსაღად

ჯანსაღი კვება მოიცავს როგორც სწორად შერჩეულ საკვებს, ისე სითხის საჭირო რაოდენობით მიღებას. თქვენი საკვები რაციონი უნდა შეიცავდეს დაბალანსებულ ნახშირწყლებს, ცილებსა და ცხიმებს. წყალი კი კანის სიჯანსაღის შენარჩუნებაში უდიდეს როლს ასრულებს. თუ არ მიიღებთ საჭირო რაოდენობის სითხეს, კანი გამოგიშრებათ და ნაოჭებიც სწრაფად გაგიჩნდებათ.

იზრუნეთ კანზე შიგნიდან

გარკვეული ასაკის შემდეგ რთულია კანის ელასტიკურობა და სიმკვრივე მხოლოდ სწორი კვებით შეინარჩუნოთ. ამიტომ მიიღეთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, რომლებიც ხელს უწყობს მეტაბოლური პროცესების ოპტიმიზაციას, შედეგად კი კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებას. 

გამოიყენეთ სწორად შერჩეული ხარისხიანი კრემები

ნუ დაელოდებით ღრმა ნაოჭებს, რომ კანზე ანტიასაკობრივი ზრუნვა დაიწყოთ. სწორად შეარჩიეთ კრემი და შრატი, რომლებიც თქვენი კანის ახალგაზრდულ იერზე იზრუნებს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული სიახლეა მომხმარებლების საყვარელი ბრენდის, „ლიერაკის“ პრემიუმ ხაზის ახალი პროდუქტები. არაერთი სამეცნიერო კვლევის შედეგად, "ლიერაკ პარიზის" ლაბორატორიამ დახვეწა ასაკობრივი კანის მოვლის ხაზი - პრემიუმი. გარდა თვალშისაცემი ვიზუალური ცვლილებისა, რომლებიც კიდევ უფრო დახვეწილს ხდის პროდუქტს, ბრენდმა მნიშვნელოვნად შეცვალა ხაზის ფორმულა. თუმცა, უცვლელი რჩება ე.წ. მესენჯერი პროტეინების მოქმედებასა და თვისებებზე დამყარებული ეფექტი. ასევე, უცვლელი რჩება უჯრედულ დონეზე მოქმედების პრინციპი, რაც გულისხმობს არა მხოლოდ დროებით და მოკლევადიან შედეგს, არამედ გრძელვადიან ხილულ ეფექტსაც. 

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში, 45 000-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა მიეძღვნა პრემიუმის ხაზის 3 მესინჯერ პროტეინს:

  • [FOXO], „უკვდავების ცილა“-  იცავს ეპიდერმისის ღეროვან უჯრედებს;
  • [GDF-11], „ახალგაზრდობის ცილა“ -  აპროგრამებს კანის დაბერებულ უჯრედებს;
  • [NRF-2], „უჯრედული აქტივობის მცველი“ - აღადგენს როგორც კანის, ასევე ეპიდერმულ აქტიურ უჯრედებს.

ამ 3 ცილის მოქმედებით, „ლიერაკი“ ავლენს ახალ მიდგომას: აბსოლუტური უჯრედული დაბერების საწინააღმდეგო!

„ლიერაკის“ პრემიუმის ხაზისთვის ეს უკვე მესამე თაობაა, რომელმაც უკვე დაიპყრო ევროპული ბაზრის ნაწილი და უკვე ქართველ მომხმარებელსაც ეძლევა საშუალება შეიძინოს. პრემიუმ კოლექცია მოიცავს 4 ძირითად პროდუქტს, რომლებიც 95%-ით ფორმულირებულია  ბუნებრივი ინგრედიენტებით და ებრძვის დაბერების 3 ძირითად მიზეზს: ასაკობრივი კვალი - ნაოჭები, კანის ელასტიკურობის დაკარგვა და დეჰიდრატაცია.

როგორც ბრენდი გვპირდება, „ლიერაკის“ პრემიუმის ხაზის მოხმარების 28-ე დღეს: 

  • 81% თვალის გარშემო ნაოჭები ხდება უფრო გლუვი;
  • 97% სახის კანის ხდება უფრო მკვრივი;
  • 93% სახის კანი ხდება უფრო მბზინვარე;
  • 90% თვალის გარშემო კანის ელასტიკურობა გაზრდილია.

არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი საშუალება

მზისგან დამცავი საშუალება არ არის აუცილებელი მხოლოდ სანაპიროზე. SPF ფილტრის შემცველი კრემი შეუცვლელია ყოველდღიური გამოყენებისთვის, სეზონის მიუხედავად. ასეთი კრემის გამოყენება ხელს შეუწყობს ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების გაჩენის თავიდან აცილებას.

არ მოიკლოთ ძილი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანმოკლე, ისევე, როგორც ძალიან გრძელი ძილი ახდენს ცუდ გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე და, რა თქმა უნდა, კანის მდგომარეობაზე. ძილის საშუალო დრო უნდა იყოს, დაახლოებით, 7 საათი. ძილის ნაკლებობა მყისიერად შესამჩნევია - მუქი წრეები თვალების ქვეშ, მოშვებული კანი, ნაოჭები, არაჯანსაღი სახის ფერი. აქვე გაითვალისწინეთ, რომ შაბათ-კვირას მთელი კვირის განმავლობაში დაკლებული ძილის ანაზღაურება ვერ დაგეხმარებათ ზიანის ანაზღაურებაში - ეს მეცნიერულად დადასტურებულია. 

R