ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.
ნანუკა გუდავაძეს მანამდე სამოდელო კარიერა ჰქონდა და არაერთი ცნობილი ბრენდისთვის მუშაობდა. ქორწინების შემდეგ ბერამ აქტიური მუსიკალური კარიერა, ნანუკამ კი - სამოდელო საქმიანობა შეწყვიტა და ისინი ქვეყნიდან გაემგზავრნენ. პირველ შვილთან, ბერუკასთან ერთად ისინი სხვადასხვა დროს აზიის ქვეყნებში, შემდეგ კი ბრაზილიაში ცხოვრობდნენ.
2023 წლის 20 მარტს მათ მეორე ვაჟი, დადუ ივანიშვილი შეეძინათ. თუკი წყვილი აქამდე სოციალურ ქსელში, მათ შორის, "ტიკ-ტოკზეც", აქტიურობით გამოირჩეოდა და ხშირად აზიარებდა როგორც ფოტოებს, ისე ვიდეოებს, ბოლო დროს ისინი პასიურად ყოფნას ამჯობინებდნენ. ცოტა ხნის წინ კი დაწერეს, რომ ისინი სოციალურ ქსელს უბრუნდებიან და ვიდეოებსა და ფოტოებს გამომწერებს აქტიურად გაუზიარებენ.
"ორი ერთნაირი, ულამაზესები ხართ" - ნანუკა გუდავაძე უმცროს შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს
ფოტოები: "სუნთქვა შეგეკვრებათ" - ნანუკა გუდავაძისა და ბერა ივანიშვილის დაუვიწყარი მოგზაურობა შვილებთან ერთად
ანი გუდავაძე
ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია - წყვილს ორი შვილი ჰყავს. მამამთილი კი რამდენიმე თვის წინ სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
- შენგელი ფიცხელაური მანამდე შსს-ს მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო.
ანის და ნანუკას ახალგაზრდა დედა ჰყავთ. მას ვაკეში ერთ-ერთი ძვირადღირებული სალონი აქვს, რომლის მენეჯერიც ანია.