ანჯელინა ჯოლის კარიერა
ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად, ხოლო მისი პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი "ოქროს გლობუსი", ორი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და "ოსკარი".
ჯოლის დებიუტი ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად, 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას“. სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე ითამაშა კრიტიკოსთა მიერ აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998).
ჩემს გოგონებს ხშირად ვეუბნები, რომ კაბის ჩაცმა და მაკიაჟის გაკეთება ყველას შეუძლია, უანგარო სიკეთე კი - ცოტას" - ანჯელინა ჯოლის რჩევა საკუთარ გოგონებს
"სტრესის ფონზე დამბლა დამემართა..." - ანჯელინა ჯოლის რადიკალური გადაწყვეტილება და ცხოვრების უცნობი დეტალები
ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეოთამაშის გმირი ლარა კროფტი განასახიერა. ამ როლით იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა ჰოლივუდში.
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
თორმეტწლიანი ურთიერთობა, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი და სკანდალური განქორწინება - ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან აკავშირებს, რომელთანაც მსახიობმა რომანი 2005 წელს დაიწყო. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა, 2016 წელს კი ანჯელინამ განქორწინება მოითხოვა - მან ბრედი ბავშვებზე ძალადობაში დაადანაშაულა. მსახიობები ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ. თუმცა, წყაროების თანახმად, მათ ჯერ კიდევ არ მოუგვარებიათ ბავშვების მეურვეობის საკითხები.
- დღევანდელ სტატიაში ანჯელინა ჯოლის ყველაზე დასამახსოვრებელ ვარცხნილობებს წარმოგიდგენთ:
ქერა
ომბრე
დაგრძელება
თაფლისფერი
ნახევრად აწეული ვარცხნილობა
შავი
მერილინის ეფექტი