პრეზიდენტის შვილობა, სკანდალები და პირადი ცხოვრება - ანა მარგველაშვილი - Marao

პრეზიდენტის შვილობა, სკანდალები პირად ცხოვრებაში და ორი შვილი - ანა მარგველაშვილის ცხოვრების საინტერესო ამბები

2024-03-21 17:44:10+04:00

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილი ანა მარგველაშვილი საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი პირადი ცხოვრება კი მუდმივად იწვევს ინტერესს.

ანა მარგველაშვილის მშობლები

გიორგი მარგველაშვილი  საქართველოს მე-4 პრეზიდენტია 2013 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე. დაიბადა 1969 წლის 4 სექტემბერს ქალაქ თბილისში, მამამისის, ინჟინერის — თეიმურაზ მარგველაშვილისა და დედამისის, ფსიქოლოგის — მზეანა გომელაურის ოჯახში.  1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს პედაგოგის სერტიფიკატი.

გიორგი მარგველაშვილის ყოფილი ცოლი ტასო ვირ­სა­ლა­ძეა, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს და მოსკოვიდან პერიოდულად სტუმრობს მშობლიურ ქვეყანას. ტასო 16 წლის იყო, როდესაც ანა გააჩინა, ამიტომ ისინი დებს უფრო ჰგვანან, ვიდრე დედა-შვილს.

"ისიც არ მესმის, რაში სჭირდება ქალს ბოტოქსი, ის ხაზი, ის ნაოჭი, უნდა მოიხდინო..." - მაკა ჩიჩუა 

"სულ სახლში ვზივარ, არსად არ დავდივარ, ბავშვებს ვჭირდები... ძალიან დავიღალე, მართლა დავიღალე, მაგრამ..." - როგორ ცხოვრობს მაკა ჩიჩუა ახლა და როგორია პირველი ლედი დედის ამპლუაში 

ანა მარგველაშვილის პირადი ცხოვრება

ანას პირველი მეუღლე გიგა ჩაჩუა იყო. წყვილი დაშორებას თითქმის 6 თვის მანძილზე მალავდა, მაგრამ ბოლოს სიმართლე მაინც გამჟღავნდა. რა გახდა ანას და გიგის დაშორების მიზეზი, ამაზე წყვილის გარემოცვა არ საუბრობს, თუმცა პრეზიდენტის ყოფილი სიძე მეუღლესთან შერიგებას დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა, მაგრამ ანა ქმარს აღარ შეურიგდა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. 

  • ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილ­მა მა­ლე­ვე იპო­ვა, მისი რჩე­უ­ლი მაკა ჩი­ჩუ­ას სი­ძის, მინ­დია გო­გო­ჭუ­რის მეგობარი მი­ხე­ილ თათ­რიშ­ვი­ლია. თათ­რიშ­ვილს თბი­ლის­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, მისი და მინ­დია გო­გო­ჭუ­რის სა­ხე­ლი არა­ერთ ხმა­უ­რი­ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ფი­გუ­რი­რებ­და.

თათ­რიშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ამ ბო­ლოს ნარ­კო­ტი­კე­ბის გამო და­ა­კა­ვა, თუმ­ცა ის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბა მო­უხ­სნა. 

2020 წლის ნოემბერში ანა მეორედ გახდა დედა.  ექსპრეზიდენტის შვილი საიდუმლოდ ინახავდა ორსულობას. სოციალურ ქსელში შვილიშვილის დაბადების შესახებ სტატუსი ანას დედამ, ტასო ვირსალაძემ გამოაქვეყნა.