გიგა ჭიკაძე ქართველი კიკბოქსიორი და შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლია, რომელიც UFC-ში წარმატებით ასპარეზობს. მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
გიგას ულამაზესი მეუღლე თამუნა გაზაშვილი მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს. წყვილი ამერიკაში ცხოვრობს და ორ შვილს, ნიტასა და მაქსიმეს ზრდის. მამის მსგავსად, პატარა ნიტაც პოპულარულია და უკვე შეძლო, ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის გამარჯვებულიც გამხდარიყო.
„14 წლის ვიყავი, პირველად რომ ვნახე სკოლაში და მაშინვე ვთქვი, ჩემი ცოლი გახდება-მეთქი... მას ჰქონდა თავისი ოცნებები, კარიერა, მაგრამ ყველაფერი მე მომცა...“ - გიგა ჭიკაძისა და თამუნა გაზაშვილის საოცარი სიყვარულის ამბავი
როგორც გიგამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, მეუღლე, თამუნა გაზაშვილი, პირველად სკოლაში ნახა და ის მაშინვე შეუყვარდა. „პირველად სკოლაში დავინახე და მაშინვე ვთქვი, ის ჩემი ცოლი გახდება-მეთქი. ყველაფერზე, რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის მქონდა მხარდამჭერა 1 გოგოსგან, რომელიც 14 წლის ასაკში ვნახე და ეს გოგო შემდეგ ჩემი ცოლი გახდა, ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი. ამ გოგოს ჰქონდა თავისი ოცნება, თავისი სამსახური, კარიერა. მან მე ყველაფერი მომცა, მას ჩემი სჯეროდა, ის ჩემი სიცოცხლეა’’ - იხსენებდა სპორტსმენი. თამუნა გიგას ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ამის შესახებ გიგამ არაერთხელ ისაუბრა.
განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც UFC-ის ჩემპიონი პირველად ქართველი ილია თოფურია გახდა, გიგას გულშემატკივრები სულ უფრო აქტიურად წერენ, რომ სურთ, ამ ამპლუაში მალე ისიც იხილონ.
"სამწუხაროდ, იცით, რომ დაზიანების გამო ჯოშ ემეტთან მატჩიდან ჩახსნა მომიწია, თუმცა მადლობა ღმერთს, ტრავმა მნიშვნელოვანი არ არის. ექიმმა სეტარემ საჭირო პროცედურები ჩამიტარა და იმედი გვაქვს, რომ ოქტაგონზე გასვლას საკმაოდ მალე მოვახერხებ, ვგულისხმობ 2024 წლის დასაწყისს, იანვარსა და თებერვალს. ემეტს მოცდა არ უნდა და ახალ მოწინააღმდეგეს ეძებს, რაც მისთვის უკეთესია. ჯოშს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ თუ რამდენიმე კვირას მოიცდის, მის წინააღმდეგ ბრძოლას შევძლებ", - ამბობდა ის 2023 წლის 17 დეკემბერს გასამართი ბრძოლის შესახებ.
უფრო ახლოს გაიცანით წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც მწვრთნელმა პირველსავე დღეს მესი უწოდა
გიგა ამჯერად ვრცელ პოსტს აქვეყნებს ჯანმრთელობის მდგომარეობის, რთული პერიოდისა და მეუღლის თანადგომის შესახებ:
"2015 წლის ოქტომბერს დამიდასტურდა "სტრეპტოკოკ" და "სტაფ" ინფექციები და სასწრაფოდ გადამიყვანეს ჰოსპიტალში. 1 კვირის მეთვალყურეობის შემდეგ, ინფექცია პროგრესირდა და ექიმებმა გადაწყვიტეს ხელის ამპუტაცია. ჩემს ცოლს გადასცეს საბუთი, რაზეც მას 24 საათის მანძილზე ხელი უნდა მოეწერა, რაც მისცემდა ექიმებს ამპუტაციის საშუალებას! თამო!
"მშენებლობაზე ხომ ვმუშაობდი, მერე ვვარჯიშობდი, პაემანზეც მივდიოდი და ყველაფერს ვასწრებდი... შეუძლებელი არაფერია!" - მერაბ დვალიშვილის რთული გზა დიდი წარმატებისკენ
P.S. 5 კვირის შემდეგ გავმართე MMA-ს სადებიუტო ბრძოლა" - წერს გიგა ჭიკაძე და ფოტოებს აქვეყნებს.