რატი დურგლიშვილი 1982 წელს თბილისში დაიბადა. 1999 წელს დაამთავრა ა.ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის სახვითი განყოფილება. 1999—2006 წლებში სწავლობდა თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა მხატვარ-მოქანდაკის კვალიფიკაციით. 2008 წელს დუეტი „ჯორჯია“ საქართველოს სახელით წარდგა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს „ახალი ტალღა 2008“-ზე, სადაც დუეტმა მოიპოვა პირველი ადგილი.
"მოვტრიალდი, შევხედე და თვალებში სრული სიბნელე დავინახე“ - რას ჰყვება რატი დურგლიშვილი ერთადერთი სიყვარულის შესახებ
ვიდეო: რატი დურგლიშვილის ახალი სახლის თანამედროვე და დახვეწილი ინტერიერი, რომელიც საკუთარი ხელით ააშენა
„პარტნიორების მიმართ ყოველთვის ძალიან ერთგული ვიყავი, ხშირად მორჩილიც. პარტნიორს თუ ვენდობი და მიყვარს, შემიძლია ისეთი არეალი შევუქმნა, რომ ის იყოს დომინანტი. მე ამით უბრალოდ ბედნიერი ვარ... ჩემგან პარტნიორისადმი ამ კომფორტმა, სწორედ ამ დამოკიდებულებამ დაღუპა სამი ურთიერთობა“, – ამბობდა რატი.
- რამდენიმე წლის წინ მან ფერმერობა დაიწყო. ამის ამსახველი სურათები საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა. ცოტა ხნის წინ კი მაკა ზამბახიძემ რატის სახლის კადრები გააზიარა. აღსანიშნავია, რომ სახლი, რომელიც მცხეთაში მდებარეობს, მომღერალმა საკუთარი ხელით გაარემონტა.
ამჯერად რატი სახლში გადაღებულ ახალ კადრებს გვიზიარებს: "ბევრი ადამიანი მსაყვედურობს რატომ არ ვდებ მსგავს ვიდეოებს ხოდა ვასრულებ პირობას" - წერს რატი.