იტალიელმა სუპერმოდელმა ბიანკა ბალტიმ 40 წლის იუბლე აღნიშნა. 3 ტორტი, ბუშტები, დეკოტაციები და, რაც მთავარია, გამორჩეული ჩაცმულობა იყო მისი წვეულების მთავარი მოტივი. ბიანკამ არჩევანი კრემისფერ საცვლებსა და თვლებით გაწყობილ აქსესუარზე გააკეთა. უამრავ მილოცვასა და კომლიპენტთან ერთად, ერთ-ერთი გამომწერისგან სოციალურ ქსელში კიტხვას მიიღო: "ვინ აღნიშნავს 40 წლის იუბილეს საცვლებში?" - ბიანკას პასუხი კი მოკლე და კონკრეტული იყო - "მე!"
ბიანკა ბალტი 1984 წელს იტალიაში, ლომბარდიაში დაიბადა.
ბიანკა ბალტის ფოტო, რომელიც გადაიღო ფოტოგრაფმა ალექსი ლიუბომირსკიმ, პირველად გამოჩნდა ჟურნალ L’Officiel-ის გარეკანზე 2004 წელს, ხოლო პირველ სარეკლამო კონტრაქტს მოდელმა 200 წელს მოაწერა მოაწერა ხელი Dolce & Gabbana -სთან მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა ცნობილი ჟრნალების Vogue, Harper’s Bazaar, Cosmopolitan, Elle, Marie Claire, Jalouse-ის ყდებზე.
ბიანკა ბალტი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს Roberto Cavalli, Donna Karan, Christian Dior, Dolce & Cabbana, Valentino, Armani, Missoni, Rolex, Guess, Paco Rabanne, Anna Molinari, Guerlain, Revlon, La Perla, Cesare Paciotti, Mango, Ermanno Scervino,Thierry Mugler-თან. ~
2005 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონიდან, ბიანკა ბალტი მონაწილეობს ცნობილი დიზაინერებისა და მოდის სახლების შოუებში. მათ შორისაა: კარლ ლაგერფელდი, ჯანფრანკო ფერე, მარკ ჯეიკობსი, ალექსანდრ მაკ-ქუინი, ჟივანში, ზაკ პოზენი, ჰერმესი, ჯონ გალიანო, გუჩი, ფენდი, პრადა, ვალენტინო, მისონი, შანელი, კრისტიან დიორი, ვერსაჩე, ოსკარ დე ლა რენტა, ნარცისო როდრიგესი, რალფ ლორენი, კაროლინა ჰერერა და დოლჩე და გაბანა.
2005 წელს მან მონაწილეობა მიიღო Victoria's Secret- ის შოუსა და ბრენდის პროდუქციის კატალოგში.
2007 წლის მაისში, მოდელი გამოჩნდა კანის კინოფესტივალზე აზია არჯეტოსა და სტეფანია როკასთან ერთად აბელ ფერარას ფილმის Tales of the Strip Club რეკლამირების მიზნით, სადაც მოდელი ასრულებს ერთ-ერთ როლს.
ქალიშვილის დაბადების შემდეგ, ბიანკა ბალტი პოდიუმს დაუბრუნდა, ასევე გააგრძელა სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობა. იგი გახდა Cesare Paciotti -სა და St. John-ის მარკის ახალი სახე. მოდელი ასევე გადაღებულია რამდენიმე კალენდრისათვის, მათ შორისაა Pirelli (2011), Wurth (2009).
2012 წლიდან ბიანკა ბალტი მოდის სახლმა Dolce & Gabbana-მ მსახიობ მონიკა ბელუჩისთან ერთად ახალ სახედ აირჩია.
2012 წლის ზაფხულში რომში, ტრაიანეს ბაზრობაზე გაიხსნა მოდელისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.
ბიანკა ბალტი დაიბადა იტალიურ ოჯახში. მამა- ბრუნო ბალტი (Bruno Balti), მეწარმეა, დედა-მარია მარზანი -(Mariabice Marzani), სამართლის მასწავლებელი. მას ასევე ჰყავს უფროსი ძმა, ალესანდრო, რომელიც ნოტარიუსად მუშაობს და უმცროსი, კარლო ალბერტო, რომელიც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობს.
ბიანკა სწავლობდა ლოდის ვერი პიეტროს (Liceo classico Pietro Verri) სკოლაში.
2006-2010 წლებში მოდელი დაქორწინებული იყო ასისტენტ ფოტოგრაფ კრისტიან ლუჩიდიზე. ყოფილ მეუღლეებს ჰყავთ ქალიშვილი მატილდა ლუჩიდი (დაიბადა 2007 წლის გაზაფხულზე).
2016 წლის 1 აგვისტოს დაქორწინდა მეთიუ მაქრეიზე, რომელიც ესპანეთში, მარბელიეზე დასვენებისას გაიცნო. საქორწინო ცერემონია გაიმართა ფულერტონის სასამართლოს შენობაში. წყვილს ჰყავს ქალიშვილი მია მაქ-რეი (დაიბადა 2015 წლის 14 აპრილს). მეთიუ მაქ-რეისთან დაშორების შემდეგ, ბიანკა სალ ლაჰოუდს ხვდებოდა. შემდგომში განაახლა მეთიუ მაქ-რეისთან ურთიერთობა. წყვილმა 2017 წლის 1 აგვისტოს ოჯახისა და მეგობრების წინაშე ახალი ერთგულების ფიცი დადო