ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა წყვილის, ბუბუ ჟღენტისა და თაკო აბრამიძის ნიშნობის ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა. თაკო და ბუბუ უკვე რამდენიმე წელია, რაც შეყვარებულები არიან და საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ. მიუხედავად ამისა, თაკოსთვის ხელის თხოვნა მოულოდნელი იყო, ბუბუმ მას Messika-ს ბრენდის ბრილიანტის თვლით გაფორმებული ბეჭედი დაბადების დღეზე აჩუქა. თაკოს დაბადების დღეზე წყვილის ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ შეკრებილი, მათ ეს დიდი სიხარული გაიზიარეს და კადრები "ინსტაგრამზეც" გამოაქვეყნეს:
"მე დავქორწინდი ჩემს საუკეთესო მეგობარზე! მიყვარხარ სამუდამოდ“, - წერს თაკო სოციალურ ქსელში. "ჩვენი ცხოვრების მოგზაურობის დასაწყისი" - დაწერა ბუბუმ.
ბუბუ ჟღენტი კალათბურთელი და BC "Rustavi" საკალათბურთო კლუბი „რუსთავის" გამთამაშებელია.2020 წელს ბუბუმ კონტრაქტი ქალაქ რუვო დი პულიას კლუბ ვირტუსთან გააფორმა. მანამდე ის სერია C-ს კლუბ ისერნიაში თამაშობდა, შემდეგ კი, სერია B-ს ვირტუს კასინოში გადავიდა.
ბუბუ ჟღენტი არჩილ ჟღენტისა და ლიანა შენგელიას შვილია. არჩილ ჯღენტი ასევე კალათბურთელი იყო. ის 1975 წელს თბილისში დაიბადა. თამაშობდა საქართველოს თითქმის ყველა წამყვან გუნდში. 1996-97 წლებში რუსეთის ერთ-ერთ წამყვან გუნდ მოსკოვის “სპარტაკში” გამოდიოდა. რამდენიმე წელი თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც.
აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. არის მწვრთნელთა 4 საერთაშორისო სემინარის მონაწილე. იყო “დინამოს” მთავარ მწვრთნელ ზაზა ცაგარეიშვილის თანაშემწე. “დინამოდან” წასვლის შემდეგ კარიერა “შსს აკადემიაში” გააგრძელა. იყო ამ გუნდის როგორც მთავარი მწვრთნელი, ასევე თანაშემწე.
რაც შეეხება ლიანა შენგელიას, ის ყოფილი მოდელია. ლიანა და არჩილი ერთმანეთს წლების წინ დაშორდნენ, ორივე მათგანმა ოჯახი მეორედ შექმნა. ლიანას ახლა 5 შვილი და 3 შვილიშვილი ჰყავს, თუმცა თავადაც თინეიჯერივით გამოყურება და ხშირად იღებს კომპლიმენტებს.
ბუბუ ჟღენტის უფროსი და, ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში ასევე ცნობილი სახეა. ქეთიმ ბიზნესმენ თორნიკე, იგივე თოშა ქებურიაზე რამდენიმე წლის წინ იქორწინა. მათ სამი შვილი, კატერინა, ბუბა და ლიანა ჰყავთ.
თაკო აბრამიძე ასევე კალათბურთელის, საქართველოს 5-გზის ჩემპიონი მამუკა აბრამიძის და ნინო ნარსავიძის ქალიშვილია. თავისი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი კალათბურთელის კარიერა საქართველსო ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში დაიწყო. მისი გამორჩეული მონაცემების მალევე შეამჩნიეს და მამუკა აბრამიძე იმ დროის წამყვან ქართულ კლუბებში თამაშობდა – „ვითა“, ბათუმის „ბასკო“, თბილისის „დინამო“.აბრამიძე ასევე ასპარეზობდა თსუ-ს, თბილავიამშენშისა და სტუ-ჯეოსელის გუნდებში. იყო საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი და საქართველოს ნაკრების წევრი. ეროვნულ გუნდში ცხრა შეხვედრა ჩაატარა, სადაც მატჩში საშუალოდ 27 წუთს თამაშობდა და ექვს ქულასთან ერთად ორ პასს აგროვებდა.
მამუკა აბრამიძე გასული წლის იანვარში, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ ბუბუ ჟღენტმა სოციალურ ქსელში შეყვარებულის მამის შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:
"დღეს 51 წლის გახდებოდა, უმაგრესი ადამიანი, უსიმპატიურესი და უმაგრესი კალათბურთელი. ყველაზე მაგრად გიხაროდა ჩემი და თაკოს ერთად ყოფნა და ამაყობდი იმით, თუ როგორი ბედნიერები ვართ. მთელი ცხოვრება შენი გოგო იქნება უბედნიერესი, გპირდები, და ისე ვიცხოვრებთ, რომ მანდ, საიდანაც გვგულშემატკივრობ და ჩვენს გულებში ხარ, ყველაფერს ვიზავთ, რომ გაგახაროთ და უფრო და უფრო იამაყო ჩვენით" - წერდა ბუბუ ჟღენტი.