ლეონის პირველი საჯარო გამოჩენა - მილიონერი ანი ფხაკაძე შვილის პირველ კადრებს დომინიკის რესპუბლიკიდან აქვეყნებს - Marao

ლეონის პირველი საჯარო გამოჩენა - მილიონერი ანი ფხაკაძე შვილის პირველ კადრებს დომინიკის რესპუბლიკიდან აქვეყნებს

2024-03-23 16:52:05+04:00

კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 30 წლის ანი ფხაკაძეს, სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. მან მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი - George town University-ში. ასევე სწავლობდა Bentley University-სა და ბარსელონას უნივერსიტეტში. ანის ძალიან უყვარს მოგზაურობა და 30 ათასზე მეტ გამომწერს ხშირად უზიარებს ულამაზეს კადრებს.

ანი წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. მოგვიანებით ნიუ-იორკში გადავიდა. ამჯერად კი მეუღლესთან ერთად მონაკოში ცხოვრობს. ანამ ცოტა ხნის წინ ამ გადაწყვეტილების შესახებ ვრცლად დაწერა: "არ არის კოკრეტული მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ მონაკოში ცხოვრება. დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდით, სად გვინდოდა დაფუძნება პატარასთან ერთად და გადავწყვიტეთ მონაკო ცხოვრების ხარისხის გამო. თან სულ მზეა და სულ კარგი ამინდია და ამ არეულ მსოფლიოში ძალიან დაცულად ვგრძნობთ თავს" - აღნიშნა ანიმ.

ანი ფხაკაძის მეუღლე შვეიცარიელი ამურ დე სადელიერია. ანი და ამური 2021 წელს დაინიშნენ, „დიახ! ერთი სული მაქვს, როდის ვიქორწინებ შენზე“ - წერდა მაშინ ანი, როცა საქმროსგან გულის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი მიიღო. 

2022 წელს კი ანიმ და ამურმა ქორწილი შვედეთში გადაიხადეს. გრანდიოზულ ქორწილს მათი ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ, კადრები კი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. 

"ჩემი მეუღლე საერთო მეგობრის საშუალებით იბიცაზე გავიცანი. ჩვენ ერთად 2017 წლიდან ვიყავით და 5 წლის შემდეგ, 2023 წელს ვიქორწინეთ. ის შვეიცარიიდანაა და დიახ, კულტურული სხვაობა ჩვენ შორის არსებობს, თუმცა ნელ-ნელა ვისწავლე, როგორ მივიღო და ვიპოვო საერთო ენა მასთან" - აღნიშნა ანიმ. 

"ჩემი ზღაპარი" - ანი ფხაკაძე დიდის ამპლუაში: ახალი ფოტოები და ახალი გამოცდილება 

ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის უმშვენიერესი ქალიშვილი ანი ფხაკაძე პირველი შვილის დედა გახდა - რა დაარქვეს პატარას 

2023 წლის მაისში ანიმ მეგობრებს სასიხარულო სიახლე ამცნო და დაწერა, რომ ის მალე დედა გახდებოდა. 8 თვის ორსული იყო, როცა 30-ე დაბადების დღეზე კიდევ ერთხელ შეკრიბა საყვარელი ადამიანები და საოცნებო წვეულება მოაწყო: "ეს ნამდვილად ოცნება იყო. 8 თვის ორსული ვიყავი, გარშემო ჩემი საყვარელი ადამიანები მყავდნენ ჩემს საყვარელ ადგილას. მეტი რა უნდა ვინატრო?" - დაწერა ანიმ. 

სულ ცოტა ხნის წინ ანი ფხაკაძე და მისი მეუღლე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ბავშვს ლეონ სტანისლას დე სედლერი დაარქვეს. ორსულობამ და შემდეგ დედობამ, ალბათ, როგორც ყველა სხვა ქალი, ანიც შეცვალა. ამის შესახებ მან ვრცლად ისაუბრა:

"საუკეთესო რამაა, რაც აქამდე მიგრძნია, მგონია, რომ მეც თავიდან დავიბადე. არ ვიცოდი, რომ ასეთი სიყვარული შემეძლო. უძილო ღამეები რთულია, თუმცა, სხვა მხრივ, ეს შესანიშნავი გრძნობაა. 

ბუნებრივად კვება ვცადე, მაგრამ გამაწამა. 2 კვირის მერე დავანებე თავი, მშობიარობა სანატრელი გამიხდა... ახლა ფორმულას ვიყენებთ. 

ჩემი მეუღლე ყველაზე ტკბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი მამაა. საფენებს ჩემზე უკეთ უცვლის. უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი" - წერდა ანი. 

ამჯერად ანი შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს. ლეონი 6 თვის გახდა და დედამ მისი ფოტოები პირველად გამოაქვეყნა. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ლეონი ანისაც ჰგავს და მის მეუღლესაც, ძალიან მხიარული და საყვარელი ბიჭია.