"როცა ვეუბნები, რომ "კვარას" სამშობლოდან ვარ - "გაუმარჯოს საქართველოს" - ასე მპასუხობენ... რა მაგარია, ასე რომ ასახელებ ქვეყანას" - ნუკი კოშკელიშვილის შთაბეჭდილებები და ახალი ფოტოები ნეაპოლიდან - Marao

"როცა ვეუბნები, რომ "კვარას" სამშობლოდან ვარ - "გაუმარჯოს საქართველოს" - ასე მპასუხობენ... რა მაგარია, ასე რომ ასახელებ ქვეყანას" - ნუკი კოშკელიშვილის შთაბეჭდილებები და ახალი ფოტოები ნეაპოლიდან

2024-03-25 10:53:53+04:00

"Where are you from? (საიდან ხარ?) - მეკითხებოდნენ.  I’m from Kvara’s homeland (კვარას სამშობლოდან ვარ)... “გაგიმარჯოს საქართველო” -  ასე მპასუხობდა თითოეული ნეაპოლის მცხოვრები. ვახ, რა მაგარია, ასე რომ ასახელებ სამშობლოს! ძალიან საამაყო იყო ეს ამბავი და ეს ბიჭი. უამრავი ულამაზესი და უტკბილესი ემიგრანტი შემხვდა, სიცოცხლით სავსე ქალაქი და ძალიან ბევრი პიცა. მადლობა, ნეაპოლი, კიდევ შევხვდებით!" - წერს ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში და იტალიაში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. ნუკიმ ნეაპოლში დასთან და დედასთან ერთად იმოგზაურა, კვარაცხელიას 7-ნომრიანი მაისურიც მოირგო და უამრავი ვიდეო გადაიღო. 

 

ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული. 

  • "ქალში ყველაზე ლამაზი რა არის? რამდენი მინახავს შველივით ლამაზი და მერე დააბრეხვებს რაღაცას და სილამაზე ქრება" - ნუკი კოშკელიშვილი 

"ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო" - ამბობდა მაშინ ნუკი. მოგვიანებით, 2015 წლის შემოდგომაზე, ცნობილი გახდა, რომ ნუკი და ბენი დაოჯახდნენ. ტელეწამყვანს ამერიკაში მოუწია წასვლა, რადგან მისი მეუღლე იქ ცხოვრობს და საქმიანობს. მიუხედავად ამისა, ნუკი ხშირად სტუმრობს სამშობლოს და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს. 

ნუკი კოშკელიშვილის ოჯახი

ნუკის და ბენს ერთი შვილი, ოლივერი ჰყავთ. ცოტა ხნის წინ წყვილმა მეგობრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა, რომ ისინი მეორე შვილს ელოდებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ ნუკის მუცელი მოეშალა და ამის შემდეგ ის ხშირად საუბრობს ღიად ამ საკითხზე, აძლევს რჩევებს სხვა ქალებს და ამხნევებს მათ, ვინც ამ რთულ გზას გადის. 

  • "ტყუპები?" - ნუკი კოშკელიშვილი მშობლებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს 

ნუკიმ უკვე რამდენიმე წელია, რაც საკუთარი ბრენდი Nuki Cosmetics შექმნა და, როგორც თავად განმარტა, შეეცადა, ხარისხიანი პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად შეეთავაზებინა ქართველი მომხმარებლებისთვის. მოგვიანებით კი მან საკუთარი კოსმეტიკა ამერიკულ ბაზარზეც გაიტანა. მისი ბრენდი მოიცავს როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ისე თავის მოვლის საშუალებებსა და სუნამოებს.