ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს. ის მეუღლესთან ერთად იტალიაში მოგზაურობს და მასთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს საკუთარ გამომწერებსაც უზიარებს.
ნატალია ქუთათელაძე
ეკა მამალაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს, ქართველი საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ნატალია მომღერლების ოჯახში გაიზარდა და თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო.
მომღერალი რამდენიმე წელია დაოჯახებულია, ნატალიას რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.
„მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს... ძალიან მერიდება ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ოჯახს მესამე არ ანგრევს“ - ნატალია ქუთათელაძე პირად ცხოვრებასა და მეუღლის ყოფილ ოჯახზე
როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს. ნატალია ქუთათელაძისა და მისი მეუღლის შესახებ საზოგადოება ბევრს საუბრობდა. თავად ნატალია კი ამბობდა, რომ ოჯახს მესამე ადამიანი არ ანგრევს.
ნატალია ქუთათელაძის ქმარი
"მე და აჩიკო ოჯახებით, ყველა მხრიდან ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ. არ მახსოვს, როგორ გავიცანი. შემდეგ, როცა ჩვენი ურთიერთობა ასეთი აშკარა გახდა, ძალიან დაძაბული და ბევრი არასასიამოვნო მოვლენა შლეიფად მოგვყვებოდა, მაგალითად, არჩილის ოჯახის დანგრევა. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დღეს ჩემს ცხოვრებაში. ესეც ალბათ რაღაც პასუხისმგებლობაა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, სწორედ ამ ბავშვებთან მიმართებით, იმიტომ, რომ ძალიან დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია.
ნატალია ქუთათელაძის ფურორი და განუმეორებელი კარმენი - ქართველი მომღერლის დებიუტი და აღფრთოვანებული მაყურებელი
მესამე არ ანგრევს ოჯახს. მეც მაქვს ოჯახი და მეც რომ იგივე რამ დამემართოს, არ მგონია, სწორი იყოს, რომ ვიღაც სხვას დავაბრალო. ეს იქნება იმ ბზარის გამო, რაც უკვე ჩვენ შორის იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნო ფორმა იყო ეს ყველაფერი და მართალი გითხრათ, ძალიან მერიდება ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ საუბარი. ვეცადე, რომ აჩიკოს შვილებთან ყველაფერი გულწრფელად მიმეტანა, თუმცა მგონია, რომ ბავშვები კიდევ რაღაცებს სხვანაირად აღიქვამენ. მგონია, რომ მშობლები ასეთ სიტუაციაში, პირველ რიგში, უნდა იყვნენ გულწრფელები, არაფერი მოატყუონ და ყველაფერი უთხრან ისე, როგორც არის.
რასაკვირველია, აჩიკოს შვილებთან დღეს მაქვს ურთიერთობა. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ბავშვებმა გაიარეს, საოცრად გაკვირვებული და მადლიერი ვარ მათი, რომ მაინც თბილად და გულწრფელად მიღებენ და უნდათ ჩემთან ურთიერთობა. ურთიერთობის დასაწყისშიც მქონდა დანაშაულის შეგრძნება, რა თქმა უნდა. ეს შეგრძნება სულ თან უნდა დაგდევდეს, თუ სინდისი გაგაჩნია ადამიანს" - თქვა ნატალია ქუთათელაძემ გადაცემაში 'სთორი".