ზურიკო და მისი მეუღლე, უმშვენიერესი მია გზირიშვილი, პირველი შვილის მშობლები სულ ცოტა ხნის წინ გახდნენ:
"იმ დროისთვის, როდესაც ბავშვი ჩნდებოდა, არ ვიყავი ოჯახთან ერთად. ვიყავი შეკრებაზე, ბიჭებთან ერთად. მეუღლემაც მითხრა, წადიო... მამობა საოცრებაა, ეს ყველამ იცის, მაგრამ ჩვენი სპორტი ასეთია, პატარა მსხვერპლის გაღებაც გიწევს. შემეძლო, რომ დავრჩენილიყავი კიდეც, მაგრამ ზუსტადაც არ ვიცოდით, როდის დაიბადებოდა. არანაირი რთული მომენტი არ გვქონია, როგორც გითხარით, მეუღლემ მირჩია, რომ წამოვსულიყავი. მადლობა მას, თორემ მე შეიძლება დავრჩენილიყავი..." - ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.
"ჩემი ტკბილი ბიჭი" - ზურიკო დავითაშვილი შვილის, პატარა დათის პირველ ფოტოებს გვიზიარებს
ცნობილი ქართველები, რომლებმაც შვილებს ტრადიციული ქართული სახელები დაარქვეს
ზურიკო დავითაშვილის კარიერა
ზურიკო დავითაშვილის დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 2017 წლის 29 სექტემბერს შედგა, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ. დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 72-ე წუთზე იგი ბექა ქავთარაძემ შეცვალა. თბილისის „დინამოს“ რიგებში მან სულ 6 შეხვედრაში ითამაშა.
2018 წლის ზამთარში მან კონტრაქტი თბილისის „ლოკომოტივთან“ გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის შემტევი ნახევარმცველი თბილისის „დინამოდან“ თბილისის „ლოკომოტივში“ იმიტომ გადავიდა, რომ მას დინამოელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ.
- კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებდა:
„რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია.
ნია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“. – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.
ამჯერად ფეხბურთელი მამობაზე საუბრობს: