2024 წლის 22 მარტს კენსინგტონის სასახლემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ქეით მიდლტონმა პირადად უარყო მის გარშემო არსებული ჭორები და გაუჩინარება იმით ახსნა, რომ სიმსივნის მკურნალობის ეტაპზეა.
პრინც უილიამის მეუღლემ განმარტა, რომ მან პირველი ოპერაცია იანვრის დასაწყისში გაიკეთა და ყველაფერი წარმატებით დასრულდა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ პრინცესას სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა. მისივე განმარტებით, სამედიცინო ჯგუფმა პრევენციული ქიმიოთერაპიის ჩატარება ურჩია.
"იანვარში ლონდონში ჩავიტარე მუცლის ღრუს სერიოზული ოპერაცია და იმ დროს ითვლებოდა, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო სიმსივნური. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო მქონდა.
ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ მე უნდა გავიარო პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსი და ახლა ვარ ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი იყო და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ჩვენი ოჯახის გამო.
ჰყავს თუ არა პრინც უილიამს უკანონო შვილი ქეითის საუკეთესო მეგობრისგან და გაიქცა თუ არა სასახლიდან პრინცესა - ვინ არის ლედი სარა როუზ ჰანბერი და რა მოხდა სინამდვილეში
„მინდოდა, ბოდიში მომეხადა ყოველგვარი დაბნეულობის გამო" - რა განცხადებას ავრცელებს ქეით მიდლტონი და რატომ დაიმსახურა პრინცესამ საზოგადოების კრიტიკა
ალბათ წარმოიდგინეთ, ამას დრო დასჭირდა, დრო დამჭირდა, რომ სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ დამეწყო მკურნალობა, მაგრამ რაც მთავარია, დრო დაგვჭირდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ავუხსნათ მათთვის შესაფერისი სახით და დავარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები.
როგორც მათ ვუთხარი, მე კარგად ვარ და დღითი დღე ვძლიერდები იმ საკითხებზე ფოკუსირებით, რაც დამეხმარება გონების, სხეულისა და სულის განკურნებაში, უილიამის გვერდით ყოფნა ასევე კომფორტისა და სიმშვიდის დიდი წყაროა.
ალბათ ხვდებით, რომ ახლა ჩვენი ოჯახისთვის დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია, რადგან მთლიანად უნდა გადავერთო გამოჯანმრთელებაზე" - ამბობდა უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი ოთხშაბათს უინსდორში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.
რა არის „პრევენციული ქიმიოთერაპია“?
მაშინაც კი, თუ სიმსივნე დიაგნოზირებულია ადრეულ სტადიაზე და მთლიანად ამოღებულია ქირურგიული გზით, ზოგიერთ კიბოს უჯრედს შეუძლია სხეულის სხვადასხვა ნაწილში გადაადგილება ლიმფისა და სისხლძარღვების მეშვეობით. თუ ეს უჯრედები არ განადგურდა, ისინი მრავლდებიან და დროთა განმავლობაში იზრდებიან, რაც იწვევს დაავადების განმეორებას სხეულის ნებისმიერ ნაწილში. ამ მიზეზით, პრევენციული ქიმიოთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპერაციის შემდეგ დარჩენილი კიბოს უჯრედების განადგურების მიზნით. ქიმიოთერაპია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოპერაციამდე დიდი სიმსივნური წარმონაქმნის შესამცირებლად და ოპერაციის გასაადვილებლად.