21 მარტს "დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში გავიდა. 26 მარტს საქართველო-საბერძნეთის ისტორიული მატჩი გაიმართება. გუშინდელ შეხვედრაში ორივე გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძე გახდა. მან თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ ახლა ფიზიკურად კარგ ფორმაშია და მომდევნო მატჩს კიდევ უფრო მეტი მონდომებით ითამაშებს.
"ვამაყობ შენით, სიყვარულო" - რა ფიტოს აზიარებს ბუდუ ზივზივაძის მეუღლე სოციალურ ქსელში
"დედა წვიმასა და ქარში გარეთ იდგა და მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი... ბედნიერი ვარ, რომ ნინია ჩემი მეუღლე და ყველანაირად მიდგას გვერდში..." - ბუდუ ზივზივაძის რთული პერიოდი, მეგობრობა ხვიჩა კვარაცხელიასთან და ოჯახური იდილია
ბუდუ ზივზივაძის დუბლს სოციალურ ქსელში მისი მეუღლეც გამოეხმაურა: "ვამაყობ შენით, სიყვარულო" - დაწერა მან.
- ამჯერად ნინი კვერნაძე იმედის დილის სტუმარია, სადაც მეუღლის შესახებ საუბრობს:
„ბუდუ ამ მატჩებისთვის ემზადებოდა რადიკალურად განსხვავებულად, კვების რეჟიმიდან დაწყებული, ყველაფერი შეცვალა. ფეხბურთელის ცოლობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს - კარგია, რომ ბევრი მოგზაურობა გვიწევს, თუმცა ოჯახის წევრებთან დიდ დროს ვერ ვატარებთ. ბუდუ ბევრ რამეში მეხმარება - მორალურად გვერდით მიდგას, ბავშვის გაზრდაშიც ხელს მიწყობს. საჩუქრების ჩუქება უყვარს, თუ ვახსენებ, რომ რაღაც მომწონს, რამდენიმე დღეში მომიტანს" - ამბობს ნინი კვერნაძე.