გია ჯაჯანიძე და ნანუკა გულუა იმედის დილის სტუმრები არიან: გადაცემაში წამყვანები მშობიარობის თემაზე საუბრობდნენ და განიხილავდნენ, უნდა დაესწროს თუ არა მამა მშობიარობას. ორივე სტუმარმა ამ საკუთხთან დაკავშირებით მსმენელს გამოცდილება გაუზიარა.
უნდა დაესწროს თუ არა მამაკაცი მშობიარობას? - ნანუკა გულუა და გია ჯაჯანიძე პირადი გამოცდლების შესახებ
"ამის კატეგორიულად წინააღმდეგო ვიყავი - არანორმალურად ემოციური ვარ და ზუსტად ვიცოდი, იქ რასაც მოვაწყობდი. პირველ შვილზე საკეისრო კვეთა დამჭირდა" - ამბობს ნანუკა გულუა.
თავისი გამოცდილება გია ჯაჯანიძემაც გაიხსენა, რომელიც შვილის მშობიარობას დაესწრო.
"ეს 15 წლის წინ იყო. თავიდან გადაწყდა რომ მეუღლე უნდა დასწრებოდა მშობიარობას, თუმცა ჩემი სიძე 5 წუთში გამოვიდა პალატიდან - გაფითრებული იყო. ამიტომ მე შევედი. ძალიან ვნერვიულობდი. თავთან ვედექი, ველაპარაკებოდი, ყველაფერს ვაკვირდები..." - იხსენებს გია ჯაჯანიძე.
ნანუკა გულუა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად უსვამდნენ კითხვას დაოჯახების შესახებ. 2021 წლის შემოდგომაზე კი მან გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი ამცნო და დაწერა, რომ დაქორწინდა. "კახაბერ კაშიას არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს, რომ ვაქებ. ჩემი “ოცდაყველა” კი არა, “ასყველა” წელი ღირდა, რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი, რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ. მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა !!! რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ", - წერდა ის. "ერთი დღე დაიკარგა ნანუკა, ასეთი რაღაც არ მომხდარა ჩვენი ურთიერთობის მანძილზე. მირეკავს და მეუბნება, არ ვიცი, მგონი, გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვარკვევო და გამითიშა“ - იხსენებდა ნანუკას მეგობარი, მსახიობი სალომე შარვაძე.
"40 წელი ადრე მეგონა ცხოვრების დასასრული და თურმე დასაწყისი ყოფილა: ზუგდიდში ყოველთვის პოპულარული ბავშვი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, ენერგეტიკა იყო ის, რაც ასე იზიდავდა ადამიანებს ჩემში… სულ ნანუკა, ნანუკა ისმოდა გარშემო – უფრო სწორად, ნანული, ნანული... ამ ყურადღებასა და სითბოში ვიყავი ყველგან: სახლში, უბანში, სკოლაში, წრეებზე… სულ საჭირო მეგობრებისთვის და სულ გამხალისებელი თავშეყრებში, გაზულუქებული ამდენი სიყვარულით, ჩამოვედი დედაქალაქში და აქაც მალევე შემიყვარეს უბანშიც, სტუდენტობის მეგობრებმა თუ ახალმა ნაცნობებმა… ყველგან უკვე ისმოდა ნანუკა… მერე ქეთი დევდარიანი გამოჩნდა და ზღაპრად აქცია ჩემი ყოველდღიურობა - პატარა პუბლიკიდან ყველა შემხვედრი მესიყვარულება… მერე ღმერთმა კახათი დამაჯილდოვა, დიდხანს მაკვირდებოდა, ისე... მერე ნინათი, რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი ჯილდოა. მალე მეორე შვილი მომცემს კიდევ უფრო გაუსაძლის ბედნიერებას. საოცნებო სამსახური, სადაც ყველაფერი და ყველა ჩემი ბედნიერებისთვისაა მომართული. ჩემი სუპერძალა - მეგობრები და ჩემი ოჯახი, რომლისთვისაც ყოველთვის მცირეა ჩემი წარმატება. არც განსაკუთრებული ნიჭი მაქვს, არც ჟიზელი ვარ და არც სექსბომბა, მხოლოდ შემიძლია ვთქვა, ვარ კეთილი და ამიტომ ხდება ყველაფერი… არასოდეს მიღალატია, არასოდეს შემშურებია… წარმატების ფორმულაც შევქმენი... მიყვარხართ,“ – წერდა ნანუკა გულუა.
ყოველთვის ღიმილიანი და პოზიტიური - ასე იცნობს ქართველი მაყურებელი ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს.
"ბაბუას მოსახელე ვარ. რომ დავბადებულვარ, უთქვამს, თოფი არ მქონდა, რომ გამესროლა და სანამ ცოცხალი ვიქნები, პატარა გიორგის სახელზე, ყოველ მის დაბადების დღეზე ხეს დავრგავო.
6 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა და ეს ტრადიცია მამაჩემმა გააგრძელა, ყოველ ჩემს დაბადების დღეზე ხეს რგავდა. რომ გავიზარდე, მერე შევუდექი ბაბუაჩემის დაწყებულ საქმეს.
დღეს 59-ე ხე დაირგო ჩემს სახელზე...
ჩემი მეუღლე 6 წლით უფროსი იყო, მაგრამ ძალიან ჰარმონიული და კარგი ურთიერთობა გვქონდა. მოგვიანებით 20 წლით უფროსი ქალი მიყვარდა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა! ჩვენ საერთო ინტერესები და ინტელექტუალური სფერო გვაერთიანებდა, ასეთი ურთიერთობა კი ყოველთვის მტკიცეა. ბევრს ებადება კითხვა, რატომ მოსწონთ ახალგაზრდებს უფროსი ქალები? - ვფიქრობ, ეს სერიოზულ, თავის ასაკთან შედარებით განვითარებულ ადამიანს ემართება, რომელსაც მეორე ადამიანში ყველაზე მეტად გამოცდილება იზიდავს. მეც ასე ვიყავი - ჩემთვის გამოცდილებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, რომლებიც ქალში ჭკუას, განათლებასა და ინტელექტს აფასებენ და მხოლოდ ამის შემდეგ აკვირდებიან მის გარეგნობას. სამწუხაროდ, საზოგადოება ასეთ ადამიანებს ხშირად კიცხავს და მიაჩნია, რომ ბედი შეუფერებელ ადამიანს დაუკავშირეს. სიტყვა "შეუფერებელი" ამ დროს სრულიად უადგილოა. ასაკითა და გარეგნობით "შეფერებული" წყვილები არ გინახავთ, ერთმანეთს საშინელ დღეში რომ აგდებენ? როცა სიყვარული მოდის, არც ასაკს გეკითხება და არც სხვა რამეს. მთავარია, ურთიერთობაში ანგარება არ იყოს გარეული - როცა ქალი უფროსია და ახალგაზრდა კაცი მასთან მხოლოდ ანგარების გამო ცხოვრობს, ეს სულ სხვა რამეა" - ამბობდა გია ჯაჯანიძე.