ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ბუდუ ზივზივაძე... ეს სახელები მთელი საქართველოსთვის და არამარტო საქართველოსთვის კარგადაა ცნობილი. ფეხბურთელის მიერ ერთი გატანილი გოლი მის მიმართ დიდ ინტერესს იწვევს. შესაბამისად, იზრდება ინტერესი იმის შესახებაც, თუ ვინ არის მისი რჩეული:
ამ სტატიაში სწორედ ქართველ ფეხბურთელებსა და მათ რჩეულებზე ვისაუბრებთ:
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის მეუღლე უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.
წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ. საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.
ფეხბურთელი მეუღლესთან და შვილთან ერთად ამჟამად იმყოფება საფრანგეთში, ბორდოში.
„რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია" - იხსენებდა ფეხბურთელი მეუღლის გაცნობის ისტორიას.
21 მარტს "დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში გავიდა. შეხვედრაში ორივე გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძე გახდა. მან თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ ახლა ფიზიკურად კარგ ფორმაშია და მომდევნო მატჩს კიდევ უფრო მეტი მონდომებით ითამაშებს.
26 მარტს საქართველო-საბერძნეთის ისტორიული მატჩი გაიმართება
„ბუდუ ამ მატჩებისთვის ემზადებოდა რადიკალურად განსხვავებულად, კვების რეჟიმიდან დაწყებული, ყველაფერი შეცვალა. ფეხბურთელის ცოლობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს - კარგია, რომ ბევრი მოგზაურობა გვიწევს, თუმცა ოჯახის წევრებთან დიდ დროს ვერ ვატარებთ. ბუდუ ბევრ რამეში მეხმარება - მორალურად გვერდით მიდგას, ბავშვის გაზრდაშიც ხელს მიწყობს. საჩუქრების ჩუქება უყვარს, თუ ვახსენებ, რომ რაღაც მომწონს, რამდენიმე დღეში მომიტანს" - ამბობს ნინი კვერნაძე.
წარმატებული სპორტსმენის რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე ეპიტაშვილია. ელენე სოციალურ ქსელში აქტიურია, განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს "ტიკ-ტოკზე".
გიორგი წიტაიშვილმა 2019 წელს უკრაინის 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონატის ფინალში სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა. გიორგი წიტაიშვილი 2018 წლიდან კიევის „დინამოს“ საკუთრებაა.
ქორწილი 30 მაისს საქართველოში გაიმართა. ცერემონიას არაერთი ცნობილი ქართველი სახე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი. საღამოზე ფრანგი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც იმყოფებოდა.
წყვილს ერთი შვილი ჰყავს.
გურამ კაშიას მეუღლე თამთა გიგაშვილია, პროფესიით სამართალმცოდნე. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს - ალექსანდრა.
"ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო... საკმაოდ მალე დავახლოვდით, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ყველაფერი უცებ მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ თავადაც გაკვირვებულები ვიყავით. გაცნობიდან ცოტა ხანში აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და უფრო მეტიც, გვიყვარდა კიდეც...