ზღაპრის ბოლო კეთილია - როგორ აღნიშნეს ისტორიული გამარჯვება ცნობილმა ქართველებმა - Marao

როცა ზღაპრის ბოლო მართლა კეთილია - მთელი საქართველო ერთად! როგორ აღნიშნეს ისტორიული გამარჯვება ქართველებმა

2024-03-27 10:33:27+04:00

 საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა. 

ვილი სანიოლმა ​დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი.

VIDEO: ემოციური შეხვედრა დედასთან და საცოლესთან - გუშინდელი გმირი გიორგი მამარდაშვილი სტადიონს მიღმა 

VIDEO: “ამას ახლა გავამხელ, ბიჭს ველოდები” - ხვიჩა კვარაცხელია სასიხარულო ამბავს გვიზიარებს 

მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.

გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა! გამარჯვება მთელმა ქვეყანამ ერთად აღნიშნა: 

ეს ის წუთები იყო, როცა მთელი საქართველო მართლა ერთად იყო და ამ დიდმა სიხარულმა მთელი ერი გააერთიანა. ნახეთ, როგორ აღნიშნეს ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა: 

 

ლელა წურწუმია

მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი

  

თაკო ნაცვლიშვილი

ბენ ჰაიმი

ზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი

ეკა კახიანი

სალომე ზურაბიშვილი

ნოე სულაბერიძე და ირაკლი მაქაცარია

ნანიკო ხაზარაძე და ანი ჩირაძე