CHANEL-ის ჩანთა დღესაც ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც ათწლეულების წინ... ამის მიზეზი შესაძლოა სწორად შერჩეული სარეკლამო კამპანია იყოს.
CHANEL-ის ახალი Iconic Handbag კამპანია შთაგონებას იღებს კლოდ ლელუშის 1966 წლის ფილმიდან „კაცი და ქალი“ - კამპანიაში მონაწილეობას კინოს ორი ლეგენდა იღებს: პენელოპე კრუზი და ბრედ პიტი.
მოდა 2024: ნაქსოვი ტანსაცმელი, ლენტები და სხვა ტენდენციები მომავალი წლისთვის
ფოტო/ვიდეო: ქართველი მოდელის უდიდესი წარმატება - მატილდა გვარლიანი CHANEL-ის რეკლამაში გამოჩნდა
"ვფიქრობ, ეს რევოლუციური ფილმი იყო ვიზუალურად", - ამბობს კრუზი. ”შემდეგ, მოგვიანებით გაიგებთ, რამდენად რთული იყო მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე ბიუჯეტით. მგონი, ფილმზე მხოლოდ 10-15 კაცი მუშაობდა. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როცა ნიჭი გაქვს. რაც უფრო მეტი იცი იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ასეთი კადრის გადაღებას, მით მეტად აფასებ ძალისხმევასა და ნიჭს. ეს კამპანია მნიშვნელოვანია – იგი მუდმივად რაღაც ახლის ძიების და ამავდროულად, შანელის არსის 100%-ით შენარჩუნების სიმბოლოა".
- ფილმში შანელის ჩანთა მსახიობ ანუკ ეიმეს ეკუთვნოდა - მსახიობს დაბალი ბიუჯეტის გამო სცენის გადაღებისას საკუთარი ტანსაცმლისა და ჩანთის გამოყენება მოუწია.
რეკლამის რეჟისორი Inez & Vinoodh-ია - აცოცხლებს ფრანგულ სენსუალურობას შავ-თეთრ ფერებში. შედეგი ისეთივე მარადიულია, როგორც თავად ჩანთა, დღესაც ისეთივე თანამედროვე, როგორც 1966 წელს.