ენი კარდონი დოდი ალ-ფაიედს ხვდებოდა იმ დროს, როცა მილიარდერს პრინცესა დიანა შეუყვარდა. ცნობილი კონკურენტის შესახებ რომ გაიგო, ენის მათი ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია - და ახლა იგი წყვილის სიკვდილში თავს იდანაშაულებს.
კამილა პარკერ ბოულზი არ იყო პრინცესა დიანას ერთადერთი კონკურენტი. თურმე მისი ურთიერთობა ეგვიპტელ მდიდარ დოდი ალ-ფაიედთანაც სასიყვარულო სამკუთხედს ჰგავდა.
„ღმერთო, მის გამო ყველაფერს გავაკეთებდი! მოგვიანებით მივხვდი, რომ მისი ღალატისთვის არ ვიყავი მზად... " - პრინცესა დაიანას გულისამაჩუყებელი აღსარება
„შავი ცხვარი თეთრ ცხვრებში“- 1,1 მილიონად გაყიდული სვიტერი, რომელიც პრინცესა დაიანას სამეფო ოჯახთან ურთიერთობის სიმბოლოდ იქცა
57 წლის ენი კარდონი ათწლეულების განმავლობაში მალავდა თავის წარსულს. ახლახან კი ბრიტანელმა ქალმა აღიარა, რომ დოდი ალ-ფაიედს მაშინ ხვდებოდა, როცა ამ უკანასკნელმა პრინცესა დიანა გაიცნო.
იმ წლებში ენი მოდელი იყო. ის ეგვიპტელ მილიარდერს დაახლოებით ერთი წელი ხვდებოდა. ქალის თქმით, ყველაფერი კარგად იყო - მაგრამ მოგვიანებით თითქოს დოდი მის მიმართ გაცივდა და ყურადღებასაც აღარ იჩენდა. მალე ჟურნალებში დოდის და დიანას პაპარაცული ფოტოები გამოჩნდა. ენი მიხვდა, რაც ხდებოდა, თუმცა დიანასთვის კონკურენციის გაწევა ვერ გაბედა.
"მაშინვე მივიღე ის ფაქტი, შეუძლებელი იყო კონკურენცია გამეწია თავად ლედი დისთვის. როცა დოდის უკანასკნელად შევხვდი, ბოდიში მომიხადა და მთხოვა, კიდევ ერთი შანსი მიმეცა, მაგრამ მე წასვლა ვამჯობინე. ეს დღემდე მტანჯავს, რა მოხდებოდა, მისთვის შანსი რომ მიმეცა, იქნებ ყველაფერი ასე ცუდად არ დამთავრებულიყო" - აღიარებს ენი.