ადრეულ ბავშვობაში მაია პლისეცკაია მშობლებთან ერთად ცხოვრობდა სრეტენკაზე, ოცდამესამე სახლში. ბინა ეკუთვნოდა მის ბაბუას, სტომატოლოგს და რვა ოთახი (გარდა კაბინეტისა, სადაც ის პაციენტებს იღებდა) ოჯახის წევრებს შორის იყო განაწილებული.
„როგორი ვიყავი ხუთი წლის ასაკში? წითური, სტაფილოსავით, ჭორფლებით დაფარული, მწვანე თვალებით და მოთეთრო წამწამებით“, - წერდა საკუთარ თავზე თავად პლისეცკაია.
- ოჯახში პირველი არ იყო, ვინც სცენით დაინტერესდა. დეიდა და ბიძა ბალეტის მოცეკვავეები იყვნენ. პლისეცკაიას დედამ, რეიჩელ მესერერმა, დაამთავრა VGIK-ის სამსახიობო განყოფილება და ითამაშა რამდენიმე მუნჯ ფილმში.
მაიას მამა კომუნისტი იყო და კარიერაში თავდაჯერებულად მიიწევდა წინ. მას შემდეგ, რაც გენერალური კონსული და შპიცბერგენის ქვანახშირის მაღაროს უფროსი გახდა, მეუღლესთან, ქალიშვილთან და რვა თვის ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად საცხოვრებლად იქ გადასვლა მოუწია.
როგორ გადაარჩინა ბაირონმა ქართველი გოგონა მონათა ბაზარზე გაყიდვისგან: ვინ იყო ქართველი ქალი, რომელსაც პოეტმა არაერთი ლექსი მიუძღვნა
უარი ბალანჩინის ცოლობაზე და თანამშრომლობა ჰოლივუდის ლეგენდებთან - თამარ თუმანიშვილი: ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბალერინას უცნობი ისტორია
1934 წელს მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა - ოჯახი მოსკოვში ჩავიდა დასასვენებლად, მაია კი საბალეტო სკოლაში შევიდა. აპლიკანტებს უნდა ჰქონოდათ შესანიშნავი ფიზიკური მახასიათებლები, კარგი ჯანმრთელობა, მუსიკალურობა და რიტმის გრძნობა.
რეპრესიები
1937 წლის 30 აპრილს, დილის ხუთ საათზე მიხეილ პლისეცკი დააპატიმრეს.
„ეს დაპატიმრებები არაერთხელ იქნა აღწერილი ლიტერატურაში, ფილმებში, თეატრის სცენაზე. მაგრამ ამის საკუთარ თავზე გამოცდა დამიჯერე, საშინელებაა. უცნობები. უხეშობა. ძიება. მთელი სახლი თავდაყირა დგას. ღრიალი, შეშინებული დედა" - იხსენებდა მაია.
მაიას დედა შვიდი თვის ორსული იყო, როცა ეს მოხდა. საარსებო არაფერი იყო, მარტო დარჩა სამ შვილთან ერთად და ნელ-ნელა დაიწყო ნივთების გაყიდვა. პლისეცკაიას დედა 1938 წელს დააპატიმრეს. მოსთხოვეს დოკუმენტზე ხელი მოეწერა, რომ მისი ქმარი იყო ჯაშუში, მოღალატე, დივერსანტი, კრიმინალი და სტალინის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილე. მან ამაზე კატეგორიული უარი თქვა და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მიხეილ პლისეცკი იმ დროს ცოცხალი აღარ იყო, 1938 წლის იანვარში დახვრიტეს, მაგრამ მისმა ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. მაიას დედა ოჯახში 1941 წელს დაბრუნდა.
ბალეტი
მისი პირველი წარმოდგენა შედგა დიდ თეატრში თერთმეტი წლის ასაკში. თვრამეტი წლის ასაკში გაწევრიანდა დიდი თეატრის საბალეტო დასში, მალევე დაწინაურდა და ამ დასის წამყვანი სოლისტი გახდა. მისი მოღვაწეობის ადრეულ წლებს პოლიტიკური რეპრესიების გარეშე არ ჩაუვლია. დიდ თეატრში გაწევრიანებიდან თექვსმეტი წლის განმავლობაში მას აკრძალული ჰქონდა საზღვარგარეთ გასვლა. ამასთან, ცივი ომის პერიოდში მისი, როგორც ეროვნული ბალერინას წარმატება აქტიურად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის მიღწევების წარმოსაჩენად. 1959 წელს პირველმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა მოუხსნა მაია პლისეცკაიას საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვა და მას „არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის საუკეთესო, არამედ მსოფლიოს საუკეთესო ბალერინა“ უწოდა.