რას წერს ნუცა ბუზალაძე გარდაცვლილი ძმის შესახებ - "ძალიან რთული დღეები გავიარე და, ალბათ, წინ კიდევ ბევრი ასეთი დღეა" - Marao

რას წერს ნუცა ბუზალაძე გარდაცვლილი ძმის შესახებ - "ძალიან რთული დღეები გავიარე და, ალბათ, წინ კიდევ ბევრი ასეთი დღეა"

2024-03-28 15:37:23+04:00

ნუცა ბუზალაძის ძმა გარდაიცვალა

 ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ მისი ძმა, დათო, ამერიკაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მან უამრავი სამძიმრის წერილი მიიღო და თანაგრძნობისთვის საჯარო მადლობაც გადაიხადა: 

ნუცა ბუზალაძის ბიოგრაფია

ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის, „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ "ჯორჯიის" შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.

  • "ასე მღერის ნუცა, როცა შეყვარებულია" - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში 
  • "ბედნიერი ვარ, რომ არ დავნებდი ჩემი ოცნებებისთვის ბძოლაში" - ნუცა ბუზალაძე ბავშვობის კადრებს აქვეყნებს 

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“. ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის" გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ნუცა ბუზალაძის ოჯახი 

ნუცას მშობლები ერთმანეთს ნუცას დაბადებიდან მალევე დაშორდნენ და ნუცა ძირითადად დედამ გაზარდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ნუცას დედა ნინო კანკავა ამბობს: „შვილი მამაჩემმა გამაზრდევინა დიდი სითბოთი, ყურადღებით და მზრუნველობით. ნუცა ყოველთვის განიცდიდა, რომ შეიძლებოდა ვინმე შემყვარებოდა. ერთხელ ისიც კი მითხრა, დედიკო, თუ შენ გათხოვდები, მე შენთან აღარ დავწვებიო“.

„დედაჩემის მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი ადამიანია. ბავშვობიდან სულ მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა მისთვის... ყოველთვის ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ჩემით ძალიან ეამაყა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე ხდება... არასდროს ეგონა, რომ ქუჩაში გააჩერებდნენ, თქვენი შვილი გვიყვარსო. ყველგან, სადაც შედის, ეფერებიან და ამაზე ნამდვილად ოცნებობდა. მიხარია, რომ ეს შევძელი.

  • "ჩემი უსიმპატიურესი მამიკო... განვიცდი იმ დროს, რასაც ჩემს მშობლებს ვაკლებ" - ნუცა ბუზალაძე მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს 

სულ სხვა მომენტია, როდესაც მამასთან ერთად არ იზრდები. დედაჩემის გვერდით მამაკაცი არასდროს არ მინახავს. მთელი თავისი ცხოვრება მე მომიძღვნა, შეყვარებულიც არ ჰყოლია, რომ მე არ მეგრძნო თავი ცუდად... ძალიან მიჯაჭვული ვიყავი დედაჩემთან, ეგოისტურად... ამ ადამიანმა ძალიან დიდ სიყვარულში გამზარდა და ახლა ვიყენებ ამ დიდ სიყვარულს, ყველა ადამიანთან შემიძლია და მინდა, რომ ეს სიყვარული გავცე”, - ამბობდა ნუცა.