ტელეწამყვანი და მოდელი ლიკა ქორქია საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი წლების წინ გახდა, როცა ის ეკრანზე პირველად გამოჩნდა. ლიკასთან ერთად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი და, ასევე ტელეწამყვანი ანუკი ქორქია. მიუხედავად იმისა, რომ დები კამერების წინ უკვე იშვიათად ჩნდებიან, მათ მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს.
„ზღაპრული სილამაზის გოგო“ - ლიკუნა ქორქია ახალ ფოტოებს პორტუგალიიდან აქვეყნებს
"საქართველოში ქალად ყოფნა რთულია, რადგან მგონია, რომ ჩვენი მენტალური მდგომარეობა ვერ განვითარდა. როცა ისტორიულ ნაწარმოებებს ვკითხულობ, ხანდახან ვხვდები, რომ "იმის იქით" არ მივდივართ. ხშირად მესმის - იმის გამო, რომ მაგალითად, რთული ისტორია გვქონდა, თანამედროვე ცივილიზაციას ვერ დავეწიეთ და ნელ-ნელა მივდივართ წინო - ეს "ნელ-ნელა" უკვე ძალიან მაღიზიანებს. მთელი მსოფლიო სხვა სტანდარტზე გადავიდა, ადამიანები სხვანაირად ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ მაინც "ნელ-ნელა" ვეწევით იმ ცივილიზებულ ნაწილს, რაც ჩვენთვის მისაბაძ ქვეყნებს ბევრი ათწლეულის წინ ჰქონდათ. შესაბამისად, აქ რთული სიტუაციაა, რაღაც დოგმებია. მაგალითად, ოჯახში ბიჭის დაბადებას განსაკუთრებულად აღნიშნავენ, გოგოს დაბადებისას ისეთი მონდომებულები არ არიან - უხარიათ, რა... შემდეგ, ოჯახი თუ გადაწყვეტს, შვილები სწავლობენ (რაც ძალიან მიხარია). უკვე ის ტენდენცია ყალიბდება, რომ ზოგადი სწავლა-განათლება აუცილებელია. ზოგადი განათლების "იქით" ოჯახები მაინც არ ზრუნავენ. ჰოდა, მერე გოგო უნდა გათხოვდეს, გააჩინოს შვილები, დაჯდეს სახლში და დაელოდოს მეუღლის ფინანსურ გაძლიერებას, რომ ქმარმა ელემენტარული თანხა მისცეს საჭმლის მოსამზადებლად, ბავშვების მოსავლელად, ტანსაცმლის შესაძენად, ანუ სხვა მხრივ, ქალის რეალიზება არ ხდება, მისი ადამიანური რესურსი იკარგება. შესაბამისად, მგონია, რომ საქართველოში ქალებს გასაქანი დიდად არ აქვთ" - ამბობდა ლიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ლიკას მეუღლე კი "აწარმოე საქართველოს" დირექტორი მიხეილ ხიდურელი გახდა. ლიკა ქორქია, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა მედიასთან, დაოჯახებას თვეების მანძილზე მალავდა. უფრო მეტიც, დღემდე თავს იკავებს ახალ ოჯახსა და შეცვლილ ცხოვრებაზე საუბრისგან.
"არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში, არც ბევრ ადგილას დავდივარ და ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის ეს ამბავი არ გასაჯაროებულა. ჩვენი ქორწინების შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ და ასე ნელ-ნელა ვრცელდება ჩვენი ამბავი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს აინტერესებს. ვცხოვრობთ ერთად და ბედნიერად. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ. არ მიყვარს პირად თემაზე საჯაროდ საუბარი“ - აღნიშნავდა ლიკუნა ქორქია „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას.
მიხეილ ხიდურელი აღნიშნულ თანამდებობას 4 წელია, რაც იკავებს. მაშინდელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა, რომ ხიდურელი კონკურსის წესით შეარჩიეს. მიხეილ ხიდურელს განათლება ლონდონში აქვს მიღებული. ლონდონსა და ნიუ-დოჰაში SHARD-ის ცათამბჯენის პროექტის მენეჯერი გახლდათ.
1990 წელს დაბადებული ხიდურელი თბილისში სასურველი სასიძო გახლდათ, თუმცა დაოჯახებას არ ჩქარობდა. ხიდურელის დედა თბილისის ერთ-ერთი ძვირად ღირებული კერძო სკოლის პედაგოგია და მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო შვილების სწავლა-განათლება.