ჯაბა კანკავას კარიერა
ჯაბა კანკავამ საკლუბო კარიერა დაიწყო 2004 წელს, თბილისის „დინამოში“, სადაც მწვრთნელად ახალი დანიშნული იყო გიორგი გეგუჩაძე, რომელიც აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებდა და კანკავაც ამ გუნდის წევრი გახდა. იმ სეზონში კლუბთან ერთად საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ასევე წარმატებით იასპარეზა ევროტურნირებზე, პრაღის „სლავიას“ წინააღმდეგ მის მიერ გატანილმა გოლმა „დინამოს“ შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა, რომლის გავლის შემდეგაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უეფას რანგით მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
სექსუალური და უზომოდ სიმპათიური: ქართველი ფეხბურთელის, ჯაბა კანკავას ფოტოები
საქართველოს ნაკრების ტოპ 5 მომხიბვლელი ფეხბურთელი
ჯაბა კანკავა ეროვნულ ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს. მისი დებიუტი შედგა ყაზახეთის წინააღმდეგ. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კანკავამ მხოლოდ 2 მატჩი, სულ კი ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა.
საკლუბო დონეზე კანკავას 257 მატჩი აქვს გამართული: 11 გოლი გატანილი, 9 საგოლე გადაცემა, 74 ყვითელი ბარათი და 6 წითელი ბარათი აქვს მიღებული.
ოლეგ გუსევის ინციდენტი
2014 წლის 30 მარტს, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის მიმდინარეობისას, მოწინააღმდეგეთა კაპიტანს, ოლეგ გუსევს, თავის ტრავმის გამო ენა სასუნთქ მილში გაეჩხირა. ჯაბა კანკავამ მისი სიცოცხლე გადაარჩინა.
შემთხვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ კლინიკის მთავარი ექიმის კომენტარი გავრცელდა, სადაც დაშავებული გუსევი სტადიონიდან გადაიყვანეს. ექიმმა აღნიშნა, რომ კანკავას დახმარების გარეშე გუსევის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.
კანკავას გმირული საქციელი უყურადღებოდ არ დარჩენილა: "როცა საქმე სიცოცხლესა და სიკვდილზეა, მეტოქეები არ არსებობენ" - წერდა უცხოური პრესა ქართველი ფეხბურთელის შესახებ.
ფეხბურთელმა ქართველი ქალის მკურნალობა დააფინანსა - რატი და ნიკა ქართველიშვილები რამდენიმე კვირის განმავლობაში ტაქსიზე მუშაობით ცდილობდნენ თანხის გამომუშავებას, რათა დედას ლეიკემიის დამარცხებაში დახმარებოდნენ. საქართველოში ქალბატონის დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა. ძმების თხოვნას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის – ჯაბა კანკავა.
„გმადლობთ, კაპიტანო, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის! ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება ის სიკეთე, რაც ჩვენთვის ასეთ რთულ ვითარებაში გააკეთეთ“, – წერდა მაშინ მაია ქართველიშვილის შვილი, ნიკა ქართველიშვილი.
ჯაბა კანკავა და გურამ კაშია
ფეხბურთის გულშემატკივრებისა და უბრალო მაყურებლებისთვისაც განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას მომენტი 21 მარტის საქართველო-ლუქსემბურგის მატჩისას, როცა ორი კაპიტანი მოედანზე ერთად აღმოჩნდა, კაშიამ კი, კანკავას მიმართ პატივისცემის ნიშნად, მოედანზე, მოულოდნელად, კაპიტნის სამკლავური მოიხსნა და კანკავას დაუთმო. ამ თამაშში ორი გოლი მეტოქის კარში ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, რამაც ჩვენი ნაკრები მომდევნო თამაშამდე და შემდეგ უკვე ევროპის ჩემპიონატამდე მიიყვანა.