ჩვენი ქიმია იმდენად იგრძნობა, რომ ყველას აინტერესებს - ერთად ვართ თუ არა" - თაკო ჩორგოლაშვილისა და ზურა გორგაძის ვარსკვლავური დუეტი - Marao

"ჩვენი ქიმია იმდენად იგრძნობა, რომ ყველას აინტერესებს - ერთად ვართ თუ არა..." - თაკო ჩორგოლაშვილისა და ზურა გორგაძის ვარსკვლავური დუეტი

2024-03-29 10:18:28+04:00

თაკო ჩორგოლაშვილი ყველაზე ლამაზ ქართველ ტელეწამყვანებს შორისაა. ის ბევრმა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო. პროექტში თაკოს ერთი ნაბიჯი დააკლდა გამარჯვებამდე, მეორე ადგილზე გავიდა.

"ზო­გა­დად, ღია ეთერ­ში მუ­შა­ო­ბა ად­ვი­ლი არ არის, ზოგ­ჯერ იპა­რე­ბა ლაფსუ­სე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ერთი სი­უ­ჟე­ტი უფრო კარ­გი გა­მო­გი­ვი­დეს, ვიდ­რე მე­ო­რე, რაც სხვა­დას­ხვა ფაქ­ტორს უკავ­შირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩემ­თვის რთუ­ლი და სა­სა­ცი­ლო იყო ის პე­რი­ო­დი, როცა "იმედ­ში" მი­ვე­დი. ისე მოვ­ხვდი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, არა­ფე­რი ვი­ცო­დი, კას­ტინგზე ორი სი­ტყვა ვთქვი და და­მი­რე­კეს, ეთერ­ში შე­დი­ხა­რო, მა­შინ, როცა კა­მე­რა თვა­ლით არ მქონ­და ნა­ნა­ხი. თა­ვი­დან ეთერ­ში ისეთ რა­ღა­ცებს ვამ­ბობ­დი, ოპე­რა­ტო­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა შოკ­ში ვარ­დე­ბო­და. კა­მე­რა რომ ირ­თვე­ბო­და, ვი­ზუ­ალ­ზე, კა­ბა­ზე უფრო მეტს ვფიქ­რობ­დი, ვიდ­რე სათ­ქმელ­ზე. მერე კი მივ­ხვდი, რომ მთა­ვა­რია, იფიქ­რო სათ­ქმელ­ზე და შემ­დეგ - გა­რეგ­ნო­ბა­ზე, თან კა­მე­რა­საც შე­ვეჩ­ვიე, ყუ­რა­დღე­ბაც მო­ვიკ­რი­ბე და გა­მოც­დი­ლე­ბაც და­მიგ­როვ­და.

TOP 10 გამორჩეული გოგო - ქართული ტელევიზიის უმშვენიერესი სახეები 

VIDEO: ემოციური შეხვედრა დედასთან და ცოლსთან - გუშინდელი გმირი გიორგი მამარდაშვილი სტადიონს მიღმა 

იუ­რი­დი­ულ­ზე რომ ჩა­ვა­ბა­რე, მე­ო­თხე კურ­სი­დან მე­ო­რე­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ ვფიქ­რობ­დი დაბ­რუ­ნე­ბას, რომ პი­ა­რის შეს­წავ­ლა გა­დავ­წყვი­ტე, სულ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყა­ვი. მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ეს არის საქ­მე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს" - ამბობდა თაკო. 

თაკო ჩორგოლაშვილის მეუღლე

თაკოს ყოფილი მეუღლე კა­ლათ­ბურ­თე­ლი რეზი დი­დია იყო. საკალათბურთო კლუბ "აკადემიის" აღზრდილია, საქართველოში მოასპარეზე ქართველ კალათბურთელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი მოთამაშეა. 2005 წელს რეზო დიდია გახდა ევროპის ჩემპიონი "ბ" დივიზიონში 20-წლამდელებს შორის.

  • დაშორების ინიციატივა თაკოს ეკუთვნოდა:

"ჩვე­ნი და­შო­რე­ბა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, თუმ­ცა მგო­ნია, რომ ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვე­დი და ამი­ტომ გუ­ლის­ტკი­ვილი დღეს აღარ მაქვს. ალ­ბათ ასე იყო სა­ჭი­რო და ტყუ­ი­ლად არა­სო­დეს არა­ფე­რი ხდე­ბა", - ამბობდა თაკო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ამჯერად ზურა გორგაძე და თაკო ჩორგოლაშვილი რადიო "ფორტუნას" კითხვებს პასუხობენ:

ზურა: „სოციალურ ქსელში ბევრს წერენ, „ეგენი ერთად ხომ არ არიანო“? რას ეტყოდი ამ აუდიტორიას“?

თაკო: „სიმართლე გითხრა, არ მიკვირს, ჩვენი გულწრფელი მეგობრობა ამ კითხვებს აჩენს. ჩვენი ქიმია იმდენად იგრძნობა, რომ ეს კითხვებიც ჩნდება. ყოველთვის მეიმედები, მეამაყები და მჯერა შენი.