ჯანეტ ქერდიყოშვილი „მის საქართველო“ 2011 წელს გახდა. მან ამავე წელს ჩვენი ქვეყანა „მის მსოფლიოზეც“ წარადგინა, ხოლო 2015 წელს მონაწილეობა მიიღო „მის სამყაროს“ კონკურსში. ჯანეტს ჰყავს მშობლები და ერთი ძმა, რომლებთან ერთადაც ხშირად მოგზაურობს და ოჯახურ კადრებს მეგობრებსაც უზიარებს.
ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება.
ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა.