ები და ბრიტანი ჰენსელები, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ დებად ითვლებიან, მათ საერთო მხრები, ხელები, ორი ფეხი და ორი გული აქვთ. ისინი 1990 წელს ამერიკაში, მინესოტის შტატში დაიბადნენ და პოპულარობა 1996 წელს, "ოპრ უინფრის შოუს" დახმარებით მოიპოვეს.
როგორც ცნობილი ტყუპი დებიდან ერთ-ერთი, ები დაქორწინდა. მისი რჩეული ჯოშ ბოულინგია, შეერთებული შტატების არმიის ვეტერანი. როგორც ცნობილია, წყვილი 2021 წელს დაქორწინდა, თუმცა საზოგადოებას ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობა.
ერთი ვაჟის ორი დედა - როგორ ცხოვრობდნენ სიამის ტყუპები, რომლებსაც იმ დროში მონსტრებს უწოდებდნენ
ორი სული ერთ სხეულში: როგორ ცხოვრობენ სიამის ტყუპები, რომლებმაც ბავშვობაში უარი თქვეს განშორებაზე

ორივე და სხეულის საკუთარ ნაწილს აკონტროლებს, მაგრამ ბრიტანიმ და ებიგეილმა ისეთი სიზუსტით ისწავლეს მოძრაობების კოორდინაცია, რომ შეუძლიათ სირბილი, ცურვა, ველოსიპედით გადაადგილება და მანქანის მართვაც კი. გოგონები, ჩვეულებრივ, სკოლაში სწავლობდნენ და ბავშვობაში ორივე ოცნებობდა, ექიმი გამხდარიყო. მშობლები ყველანაირად უწყობდნენ ხელს გოგონების ყველა გატაცებას, ამიტომ ბრიტანი და ებიგეილი თავს გარიყულად არ გრძნობდნენ: ისინი არასდროს იმალებოდნენ სახლში და ცდილობდნენ ყურადღება არ მიექციათ უცხოთა დაჟინებული მზერისთვის. შედეგად, გოგონები მართლაც სრულფასოვნად ცხოვრობენ, ჰყავთ ბევრი მეგობარი და ბევრი ჰობიც გააჩნიათ.
გარდა ამისა, მათ დაამთავრეს უნივერსიტეტი და ამჟამად მასწავლებლად მუშაობენ.

სიამის ტყუპები
სიამის ტყუპები ვითარდება, როცა ადრეული ემბრიონი მხოლოდ ნაწილობრივად იყოფა ორი ინდივიდის ჩამოსაყალიბებლად. ადრეული ემბრიონი მართლაც წარმოქმნის ორ ორგანიზმს, მაგრამ მათი ნაწილი საერთო იქნება. ეს ნაწილი ყველაზე ხშირად არის გულმკერდი, მენჯი ან დუნდულები. სიამის ტყუპებს შესაძლოა საერთო შინაგანი ორგანოებიც ჰქონდეთ.
სიამის ტყუპების უმრავლესობა დაბადებამდე ან დაბადების შემდეგ მალევე იღუპება. გადარჩენილი ტყუპები ზოგჯერ ქირურგიულად სცილდებიან ერთმანეთს. ქირურგიული ჩარევის წარმატება დამოკიდებულია შეერთების ადგილსა და საერთო შინაგანი ორგანოების რაოდენობაზე, ასევე ქირურგიული გუნდის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე.
- წარსულში ითვლებოდა, რომ სიამის ტყუპების დაბადება მსოფლიოს აღსასრულის მომასწავებელია, ამიტომ ადამიანებს, საერთო სხეულებით, მსხვერპლად სწირავდნენ ღმერთებს ან უბრალოდ, თავიდან იშორებდნენ მათ. მოგვიანებით. სიამის ტყუპებს, რომელთა განცალკევება შეუძლებელი იყო, ერთადერთი გზა ჰქონდათ – ცირკი და ხალხის გართობა.