რატომ დაარქვეს ბუდუ ზივზივაძეს "ბუდუ?" - ემოციური ისტორია, ოჯახი და წარმატებული ფეხბურთელის ცხოვრების საინტერესო მომენტები - Marao

რატომ დაარქვეს ბუდუ ზივზივაძეს "ბუდუ?" - ემოციური ისტორია, ოჯახი და წარმატებული ფეხბურთელის ცხოვრების საინტერესო მომენტები

2024-03-31 13:00:10+04:00

26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა. 

ვილი სანიოლმა ​დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად დააყენა. ბერძნებმა ხვიჩა კვარაცხელიას მარწუხებში მოქცევა და მაღალი პრესინგით თამაში სცადეს. ასეთი თამაშის სტილი ბერძნებისთვის დამახასიათებელია. სწორედ ასეთი თამაშით მოიგეს 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი.

მეორე დამატებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელია დაშავდა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის განწყობა ისევ საბრძოლო იყო. გიორგი წიტაიშვილმა შესანიშნავი დრიბლინგით სცადა დაცვის გარღვევა და საჯარიმოში შევარდნილმა კარში დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ხიფათი განმუხტა. ბოლო წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ სცადა გოლის გატანა, ისევ ააცილა და პენალტების სერია დაინიშნა.

"დედა წვიმასა და ქარში გარეთ იდგა და მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი... ბედნიერი ვარ, რომ ნინია ჩემი მეუღლე და ყველანაირად მიდგას გვერდში..." - ბუდუ ზივზივაძის რთული პერიოდი, მეგობრობა ხვიჩა კვარაცხელიასთან და ოჯახური იდილია 

გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩში ბუდუ ზივზივაძეს გოლი არ გაუტანია, წინა შეხვედრაში ლუქსემბურგთან ჩვენმა ნაკრებმა სწორედ მისი ორი გოლით მოახერხა გამარჯვება. ეს ფაქტი ბუდუს კარიერის მწვერვალადაც შეაფასეს. თავად სპორტსმენი კი ამბობდა, რომ რადგან მაშინ გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ვერ ეხმარებოდა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა და მისია შეასრულა კიდეც. ბუდუმ ისიც აღნიშნა, რომ ფიზიკურად და მენტალურად შესანიშნავ ფორმაშია და ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ბევრჯერ გაახაროს. 

  • „ძალიან კარგი მამაა, ძალიან მეხმარება შაის აღზრდაში. 21-ში, მატჩის შემდეგ, იმდენი მოლოცვა მივიღეთ, მეორე საღამოს ძლივს დავდეთ ტელეფონი ოჯახის წევრებმა. მე ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად ყურადღება არ მომწონს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“, - ამბობს ნინი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძის მეუღლე. 

როგორც აღმოჩნდა, მეუღლისგან განსხვავებით, ბუდუსთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა დისკომფორტი სულაც არ არის. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი გულშემატკივრების წინ მან ნამდვილი შოუ მოაწყო და სოციალური ქსელი აალაპარაკა. ბუდუს ცეკვის ვიდეო უამრავმა ადამიანმა მოიწონა: "ბუდუ, სასწრაფოდ "ცეკვავენ ვარსკვლავებში", "ძალიან თბილი ბიჭი, საყვარელი", "როგორ გაიხსნა ყველა ამ გამარჯვების მერე" - წერენ კომენტარებში. 

როცა ზღაპრის ბოლო მართლა კეთილია - მთელი საქართველო ერთად! როგორ აღნიშნეს ისტორიული გამარჯვება ქართველებმა 

არამხოლოდ მოედანზე, პირად ცხოვრებაშიც წარმატებულები - ვინ არიან ქართველი ვარსკვლავების უმშვენიერესი მეორე ნახევრები 

ბუდუ ზივზივაძის ოჯახი 

ბუდუ საქართველოში აქამდეც უყვარდათ, მაგრამ ახლა ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. ლუქსემბურგთან გატანილი ორი გოლის შემდეგ, მან ნამდვილი ბრძოლა აჩვენა საბერძნეთთან თამაშშიც. კარდი, როცა წაქცეული ბუდუ თავით ცდილობს მოწინააღმდეგეს ბურთი მოუგოს, ბევრმა ამ ისტორიული გამარჯვების "ჰაილაითადაც" დაასახელა. 

ბუდუს ყველაზე დიდი გულშემატკივრები, მთელ საქართველოსთან ერთად, მისი ოჯახის წევრები არიან. მამა, კახა ზივზივაძე სოციალურ ქსელშიც ხშირად წერს შვილის წარმატების შესახებ, 2018 წელს კი ისიც დაწერა, თუ რატომ დაარქვეს შვილს ბუდუ:

  • “1994 წლის 10 მარ­ტია. მის და­ბა­დე­ბას ვე­ლო­დე­ბით, მაგ­რამ ისე­თი დროა, ვაზი სა­მუ­შა­ო­ებს მო­ი­თხოვს. სო­ფელ­ში ვარ, გა­მა­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს ვას­რუ­ლებ. მი­ში­კო ავა­ლი­ა­ნი და დათო გე­გე­ში­ძე გა­მოჩ­ნდნენ. გულ­მა მიგ­რძნო და ის­მის მი­ში­კოს ხმა – ბი­ჭია, ბი­ჭი­იი! პირ­ვე­ლი რაც გა­ვი­ფიქ­რე, მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი და ადა­მი­ა­ნო­ბა გაგ­რძელ­და. ბა­ბუ­ა­სა­ვით თა­ვა­წე­უ­ლი და­ა­ბი­ჯებს ამ ქვე­ყა­ნა­ზე. წარ­მა­ტე­ბე­ბი შენს მო­მა­ვალს!“ - წერდა კახა ზივზივაძე.