პატარა დათი პირველად მამის საგულშემატკივროდ - ზურიკო დავითაშვილისა და მია გზირიშვილის ოჯახი და ცხოვრება დათისთან ერთად - Marao

პატარა დათი პირველად მამის საგულშემატკივროდ - ზურიკო დავითაშვილისა და მია გზირიშვილის ოჯახი და ცხოვრება დათისთან ერთად

2024-03-31 14:02:54+04:00

ზურიკო და მისი მეუღლე, უმშვენიერესი მია გზირიშვილი, პირველი შვილის მშობლები სულ ცოტა ხნის წინ გახდნენ: 

"იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ბავ­შვი ჩნდე­ბო­და, არ ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ერ­თად. ვი­ყა­ვი შეკ­რე­ბა­ზე, ბი­ჭებ­თან ერ­თად. მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა, წა­დიო... მა­მო­ბა სა­ოც­რე­ბაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ჩვე­ნი სპორ­ტი ასე­თია, პა­ტა­რა მსხვერ­პლის გა­ღე­ბაც გი­წევს. შე­მეძ­ლო, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი კი­დეც, მაგ­რამ ზუს­ტა­დაც არ ვი­ცო­დით, რო­დის და­ი­ბა­დე­ბო­და. არა­ნა­ი­რი რთუ­ლი მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, რო­გორც გი­თხა­რით, მე­უღ­ლემ მირ­ჩია, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მად­ლო­ბა მას, თო­რემ მე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი..." - ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.  

ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ზურიკო საკუთარ კლუბს დაუბრუნდა და ბორდოსთან ერთად მატჩიც ჩაატარა. თამაშს მისი მეუღლე, მია, პატარა დათისთან ერთად ესწრებოდა. 

ზურიკო დავითაშვილის კარიერა

ზურიკო დავითაშვილის დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 2017 წლის 29 სექტემბერს შედგა, როდესაც ერთმანეთს „დინამო“ და ფოთის „კოლხეთი-1913“ დაუპირისპირდნენ. დავითაშვილი მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა და 72-ე წუთზე იგი ბექა ქავთარაძემ შეცვალა. თბილისის „დინამოს“ რიგებში მან სულ 6 შეხვედრაში ითამაშა.

"დედები არიან გმირები, რომლებსაც მათი ყველაზე ძალიან სჯეროდათ..." - ქართველი ფეხბურთელების ემოციური სიტყვები დედების შესახებ 

"ბავშვები ძალიან მიყვარს, ამიტომ მამობას მარტივად შევეგუე... მეუღლეს ყველაფერში ვეხმარები" - ზურიკო დავითაშვილი 

2018 წლის ზამთარში მან კონტრაქტი თბილისის „ლოკომოტივთან“ გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის შემტევი ნახევარმცველი თბილისის „დინამოდან“ თბილისის „ლოკომოტივში“ იმიტომ გადავიდა, რომ მას დინამოელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ.

ზურიკო დავითაშვილის ოჯახი 

კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებდა:„რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია.

ნია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“. – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.