ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს პირად ფოტოებსა თუ ვიდეოებს, ტელეწამყვანი გამომწერებს სასარგებლო რჩევებსაც აძლევს. ცნობილია, რომ ნანუკას აბდომინოპლასტიკა და ტანის ლიპოსკულპტურა აქვს გაკეთებული. თუმცა, მისივე თქმით, წონა და ფორმები არ ხდის ქალს მიმზიდველს, მთავარია საკუთარ თავთან ჰარმონია, რაც ქალს აბედნიერებს და ალამაზებს.
„ბარიატრიული ოპერაცია არ გამიკეთებია. გასახდომი წამლებიც არასდროს დამილევია. მაგრამ ისე ცოტას ვჭამ, ჩათვალეთ, ვისაც ბარიატრია აქვს გაკეთებული, მეტ საკვებს არ იღებს.
სწორი კვება ერთ-ერთია, მაგრამ სხეულის ფორმების მიღება - სხვა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ვვარჯიშობ, ჩემი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში გადამწყვეტი როლი შეასრულა @drkote. ზუსტად ის ფორმები მომცა, რომელზეც ვოცნებობდი. ძალიან ზომიერად და ზუსტად გამომიძერწა სხეული და ამან მეტი მოტივაცია მომცა.
და ყველაზე მთავარი. წონა და ფორმები არ ხდის ქალს უფრო მიმზიდველს. თუ შიგნით გაქვს მზის სხივები, ისინი აუცილებლად გვანათებენ და ესეც შენი სილამაზე. ყველაზე ლამაზია ქალი მაშინ, როცა ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და როცა ბედნიერია. და ყველაზე სექსუალურია მაშინ, როცა თავდაჯერებულია“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანუკა შესანიშნავ ფორმაშია. სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.
მის შემთხვევაში მონო-დიეტები ეფექტური არ აღმოჩნდა. მისი განმარტებით, თუკი სწორ კვებას ცხოვრების წესად არ ვაქცევთ, დიეტის დროს დაკლებული კილოგრამები შემდეგ ისევ მარტივად დაბრუნდება.
ნანუკა წონის კლებასთან ერთად აქტიურად მიმართავს თავის მოვლის პროცედურებსაც. სასარგებლო რჩევებს, საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ის გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
"მაშ ასე, ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ავიწონე და გაირკვა, რომ 29 კილო მაქვს დაკლებული... ათვლას ვიწყებ, როცა ვარჯიში და სწორი კვება დავიწყე... ეს წონა ბოლოს ვიყავი საბას გაჩენამდე... აღარ ავიწონები 1 წელი... რა მნიშვნელობა აქვს კილოგრამებს, მთავარია, ჩვენ მოგვწონდეს საკუთარი თავები... სულაც არაა საჭირო გახდომა, საჭიროა საკუთარი თავის სიყვარული და თუ ამის ერთ-ერთი ხელსაწყო წონის კლებაცაა, მაშინ ოკ", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბოლოს სოციალურ ქსელში.