თემურ უგულავა და ნინი ნებიერიძე
2015 წელს საზოგადოება ნინი ნებიერიძისა და თემურ უგულავას დაოჯახებამ აალაპარაკა. ნინი მაშინ 19 წლის იყო, თემური - 48-ის. უგულავასთვის ნინი ნებიერიძე მესამე ცოლია. მათ ქორწინების შემდეგ ორი შვილი, თემო და ტოკიო შეეძინათ, თუმცა 2022 წელს ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
დაშორების შემდეგ თემურ უგულავას ურთიერთობა მისივე კომპანიის, აჭარა ჯგუფის“ თანამშრომელთან, ნატო ჯაფარიძესთან ჰქონდა. მეგობარი ბიჭი ჰყავდა ნინი ნებიერიძესაც, თუმცა, როგორც ირკვევა, ისინი ახლა კვლავ ერთად არიან.
ნინი ნებიერიძემ თემურ უგულავას დაბადების დღე საჯაროდ, საერთო ფოტოებით მიულოცა: „გილოცავ, ჩემო სიყვარულო“, - წერს ნინი.



თემურ უგულავას პირადი ცხოვრება
თემურ უგულავა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია. მის მფლობელობაში არის რამდენიმე მსხვილი ბიზნესი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ,,აჭარა ჯგუფი”, რომელიც რამდენიმე მსხვილ ბიზნესს მოიცავს. "აჭარა ჯგუფი" არის საქართველოში წამყვანი სასტუმროების (hospitality) და აგრომეწარმეობის კომპანია. 2021 წლის მონაცემებით, უგულავას ჯამური ქონება $60 მილიონი იყო.
თემურ უგულავა არასოდეს ჩნდება პრესისა თუ ტელევიზიის წინაშე, მაგრამ ხმაურიანი პირადი ცხოვრებით არაერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. მისი პირველი მეუღლე თეო ფერაძე იყო. წყვილი ჯერ კიდევ ერთად იყო, როდესაც უგულავამ ჯაზკლუბში მსახიობი ეკა ნიჟარაძე გაიცნო. მაშინ თეო მეორე შვილს ელოდებოდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა მის ზურგს უკან. ბავშვი ერთი თვის იყო, როცა უგულავას პირველმა ცოლმა ქმრის ახალი ურთიერთობის შესახებ გაიგო და ოჯახი დაინგრა. შესარიგებლად მამაკაცმა ყველაფერი გააკეთა და ცოლ-ქმარი ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. იმ პერიოდში ეკა ნიჟარაძე უგულავასგან უკვე ბავშვს ელოდებოდა, მაგრამ თეომ ეს ამბავი არ იცოდა. საბოლოოდ, თემურისა და თეოს ოჯახი მაინც დაინგრა და ბიზნესმენი არც ეკა ნიჟარაძეზე დაქორწინებულა.
ცოტა ხნის შემდეგ თემურ უგულავას ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა ბაია დავითაიას სახით. მათ ოფიციალურად იქორწინეს და ერთი ვაჟი შეეძინათ. ბაია დავითაიასა და თემურ უგულავას ოჯახი დაინგრა, მათი განქორწინების საკითხი კი რამდენიმე წლის მანძილზე ქონებრივი დავის გამო გაიწელა. ბიზნესმენის ცხოვრებაში კიდევ არაერთი ცნობილი ქალი გამოჩნდა, თუმცა ოფიციალურ ქორწინებამდე საქმე მხოლოდ ნინი ნებიერიძესთან მივიდა.
ნინი მომღერალ ნათია ნებიერიძის დაა. ის წლების წინ სამოდელო სფეროში საქმიანობდა, მოგვიანებით პოპულარულ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობის ამპლუაც მოირგო. ნინიმ უგულავაზე 2015 წელს, 19 წლის ასაკში იქორწინა და ორი შვილი შეეძინა. 2022 წელს კი ის მეუღლეს დაშორდა.