ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. ნოეს და ჯანეტს ერთი შვილი, ანნა ჰყავთ. ანნა, პოპულარული მშობლების მსგავსად, სოციალურ ქსელში დიდ სიყვარულს იმსახურებს.
ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება.
"დაუჯერებლად ლამაზი ქართველი ქალი" - ჯანეტ ქერდიყოშვილის ახალი ფოტოები
პატარა ანნას ემოციები საქართველოს ისტორიული გამარჯვების დროს - რა ვიდეოს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი
- ამჯერად ნოე პატარა ანნასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს:
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი
ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. რამდენიმე წლის წინ კი მან ცხოვრება მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილს დაუკავშირა. ჯანეტს და ნოეს ერთი შვილი, ანნა ჰყავთ.
ნოე სულაბერიძის ოჯახი
ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი დედის, ლილი შავერზაშვილის შესახებ ხშირად წერს.
"დედაჩემმა ბევრი რამე დათმო, რომ ჩემთვის მოეხედა. თუ ითვლება, რომ რამე გამაჩნია, ეს არის დედაჩემის დამსახურება. თუმცა, რაც უნდა ვთქვა, უკვე დაგვიანებულია. სულ მაწუხებს, უფრო მეტი დოზით რატომ არ ვაკეთებდი ამას, მის სიცოცხლეში.
ეს ძალიან ჩვეული მოვლენაა ადამიანებისთვის, მაგრამ სწორედ ამას ვნანობ ყველაზე მეტად, თუ როგორ არ ვუთმობდი დედას უფრო მეტად დროს, როცა ის სულ მელოდებოდა.
ყველა ადამიანს, ვინც ახლა გვიყურებს, ვისაც მშობლები ცოცხლები გყავთ, მინდა გითხრათ, რომ ბედნიერები ხართ; და, აი, ამ ბედნიერებას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება და შეხსენება სჭირდება, რომ თქვენი ბედნიერების მიზეზი თქვენი მშობლები არიან. ყველას ვეტყოდი, რომ არ მოაკლონ თბილი სიტყვები თავიანთ მშობლებს, იმიტომ, რომ ამაზე დიდი სიხარული მშობლებისთვის არაფერი არ არის“, - ამბობდა ის.