ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - რომელი ცნობილი ქართველი ქალი გახდა წელს დედა - Marao

ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - რომელი ცნობილი ქართველი ქალი გახდა წელს დედა

2024-04-02 17:00:06+04:00

2024 წელი ბევრი ქართველი ქალისთვის წარმატებული აღმოჩნდა როგორც კარიერული, ასევე პირადი ცხოვრების კუთხით... წელს არაერთი ცნობილი ქართველი გახდა დედა, მათ შორის არიან ნანუკა გულუა, ნატა ბერეჟიანი რუსკა ქარქაშაძე..

ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - ოთხი უმშვენიერესი ქართველი ქალი, რომლებიც ბავშვს ერთდროულად ელოდებიან 

"მაკიაჟით ვიყავი მისული, შემთხვევით აღმოჩნდა, რომ უკვე სამშობიარო პროცესები მქონდა დაწყებული" - რუსკა ქარქაშაძე დედობის გამოცდილების შესახებ 

ნატა ბერეჟიანი

მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.

პირ­ვე­ლი შვი­ლის გაზ­რდა­ში ნა­ტას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ახლა კი გეგ­მავს, რომ გო­გო­ნა თა­ვად გა­ზარ­დოს და სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ყველ­გან თან ატა­როს, უნდა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი დრო და­უთ­მოს შვილს, ისე, რომ სა­კუ­თარ საქ­მე­საც არ მო­წყდეს. "ბევ­რი მო­ვი­მა­ტე. სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­ვე­დი, 100 კილო ვი­ყა­ვი. იმ პე­რი­ოდ­ში სარ­კე­ში რომ ვი­ხე­დე­ბო­დი, სულ მე­ტი­რე­ბო­და. ბავ­შვის გა­ჩე­ნის დღი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად და­ვი­წყე ვარ­ჯი­შებ­ზე სი­ა­რუ­ლი. ჩვი­ლი­ან დე­დებს შე­დე­დე­ბულ რძეს და ორ­ცხო­ბი­ლებს ურ­ჩე­ვენ, თით­ქოს რძეს უმა­ტებს მკერ­დში. სი­სუ­ლე­ლეა! თუ რძე აქვს დე­დას, აქვს, თუ არა­და - არა! მე­ნი­უ­დან კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბი ამო­ვი­ღე. და­თუ­ნა 3 თვი­საც არ იყო, ორ­სუ­ლო­ბამ­დე რა წო­ნი­საც ვი­ყა­ვი, იმა­ზე ნაკ­ლებს რომ ვი­წო­ნი­დი" - ამბობდა ნატა.

ცოტა ხნის წინ მსახიობი მეორე შვილის დედა გახდა - მას გოგონა შეეძინა.

ნანუკა გულუა

მეორე შვილის დედა გახდა ნანუკა გულუაც. მსახიობს და მის მეუღლეს, კახაბერ კაშიას ვაჟი შეეძინათ. 

"40 წელი ადრე მეგონა ცხოვრების დასასრული და თურმე დასაწყისი ყოფილა: ზუგდიდში ყოველთვის პოპულარული ბავშვი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ, ენერგეტიკა იყო ის, რაც ასე იზიდავდა ადამიანებს ჩემში… სულ ნანუკა, ნანუკა ისმოდა გარშემო – უფრო სწორად, ნანული, ნანული... ამ ყურადღებასა და სითბოში ვიყავი ყველგან: სახლში, უბანში, სკოლაში, წრეებზე… სულ საჭირო მეგობრებისთვის და სულ გამხალისებელი თავშეყრებში, გაზულუქებული ამდენი სიყვარულით, ჩამოვედი დედაქალაქში და აქაც მალევე შემიყვარეს უბანშიც, სტუდენტობის მეგობრებმა თუ ახალმა ნაცნობებმა… ყველგან უკვე ისმოდა ნანუკა… მერე ქეთი დევდარიანი გამოჩნდა და ზღაპრად აქცია ჩემი ყოველდღიურობა - პატარა პუბლიკიდან ყველა შემხვედრი მესიყვარულება… მერე ღმერთმა კახათი დამაჯილდოვა, დიდხანს მაკვირდებოდა, ისე... მერე ნინათი, რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი ჯილდოა. მალე მეორე შვილი მომცემს კიდევ უფრო გაუსაძლის ბედნიერებას. საოცნებო სამსახური, სადაც ყველაფერი და ყველა ჩემი ბედნიერებისთვისაა მომართული. ჩემი სუპერძალა - მეგობრები და ჩემი ოჯახი, რომლისთვისაც ყოველთვის მცირეა ჩემი წარმატება. არც განსაკუთრებული ნიჭი მაქვს, არც ჟიზელი ვარ და არც სექსბომბა, მხოლოდ შემიძლია ვთქვა, ვარ კეთილი და ამიტომ ხდება ყველაფერი… არასოდეს მიღალატია, არასოდეს შემშურებია… წარმატების ფორმულაც შევქმენი... მიყვარხართ,“ – წერდა ნანუკა გულუა. 

ქეთი ხატიაშვილი

ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა მშობლები გახდნენ. სასიხარულო ამბავი ქეთიმ გამომწერებს "ინსტაგრამზე" გაუზიარა. ახალშობილს ილია დაარქვეს.

ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა უკვე რამდენიმე წელია, ერთად არიან. მათი რომანის შესახებ გარკვეული პერიოდის მანძილზე არავინ იცოდა, რადგან როგორც ქეთი ამბობს, მისი ქალიშვილისთვის მშობლების დაშორება რთული იყო. 

"დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ" - ამბობდა ქეთი ჟურნალ OK!-სთან ინტერვიუში.

რუსკა ქარქაშაძე

რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე პირველი შვილის მშობლები გახდნენ - ბავშვს ზუკა დაარქვეს. 

"შემთხვევით მოვედი - ექიმმა შემამოწმა და აღარ გაგიშვებო. მაკიაჟით ვიყავი მისული, შემთხვევით აღმოჩნდა, რომ უკვე სამშობიარო პროცესები მქონდა დაწყებული. ზოგადად, ძალიან ბევრი უსაფუძვლო მითია გაუტკივარებასთან დაკავშირებით გავრცელებული. იმხელა კომფორტი იყო ჩემთვის, რომ ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში ყველამ ასე უნდა იმშობიაროს" - ამბობდა რუსკა.