ჯანეტ ქერდიყოშვილი ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - Marao

ჯანეტ ქერდიყოშვილი ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

2024-04-03 12:06:07+04:00

ჯანეტ ქერდიყოშვილი „მის საქართველო“ 2011 წელს გახდა. მან ამავე წელს ჩვენი ქვეყანა „მის მსოფლიოზეც“ წარადგინა, ხოლო 2015 წელს მონაწილეობა მიიღო „მის სამყაროს“ კონკურსში. ჯანეტს ჰყავს მშობლები და ერთი ძმა, რომლებთან ერთადაც ხშირად მოგზაურობს და ოჯახურ კადრებს მეგობრებსაც უზიარებს. 

პატარა ანნას ემოციები საქართველოს ისტორიული გამარჯვების დროს - რა ვიდეოს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი 

"ანნას ეს დღე განსაკუთრებულად უხარია, დღის ბოლოს კი სიხარულით უზიარებს მამას ბაღის ამბებს" - ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ანნას ვიდეოს გვიზიარებს 

  • ამჯერად ჯანეტი ძმასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს: 

ჯეკო ქერდიყოშვილმა სკოლა თბილისში დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელა და პროფესიად დიპლომატობა აირჩია. ჯეკო დაზე უმცროსია, უყვარს გემოვნებიანად ჩაცმა, მოგზაურობა და ოჯახთან ერთადაც დიდ დროს ატარებს. ჯეკო განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა დისშვილის, პატარა ანნას მიმართ და, როგორც ჩანს, ჯეკო ანნასთვის საყვარელი ბიძაა. 

ჯანეტ ქერდიყოშვილის და

ჯანეტსა და ჯეკოს კიდევ ერთი და, ანეტა ჰყავდათ, რომელიც მცირეწლოვანი იყო, როცა ტრაგიკულად გარდაიცვალა: 

"მე და დედა ქა­ლაქ­ში გა­ვე­დით, ანე­ტას­თან კი ჩემი ძმა დარ­ჩა. თურ­მე ის მა­ღა­ზი­ა­ში ტკბი­ლე­უ­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­სუ­ლა. ამ დროს კარ­ზე ვი­ღა­ცას ზარი და­უ­რე­კავს და ანე­ტას ფან­ჯა­რა­ში გა­და­უ­ხე­დავს, რომ ძმის­თვის და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ რო­გორ ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და გად­მო­ვარ­და.

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­დეგ თავს მარ­თლაც ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა. ანე­ტა დედ­მა­მიშ­ვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და ძა­ლი­ან ვა­ნე­ბივ­რებ­დით. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ბო­ლოს ისევ მის გამო გა­ვემ­გზავ­რე: გა­ვიხ­სე­ნე, თუ რო­გორ იკე­თებ­და ჩემს ლენტს, რო­მელ­ზეც "მის სა­ქარ­თვე­ლო" ეწე­რა; ამ­ბობ­და, - მე ვარ ანე­ტა ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, "მის სა­ქარ­თვე­ლოო". მე­კი­თხე­ბო­და, - ინ­გლის­ში რომ წახ­ვალ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ხომ გნა­ხა­ვო? მთხოვ­და, კონ­კურ­სზე წა­სულს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მის­თვის ხელი და­მექ­ნია...

დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ჩემი და­ი­კო ჩემ გვერ­დით აღა­რაა" - იხსენებდა ჯანეტ ქერდიყოშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.  

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი 

ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას  PrimeShow უძღვება. 

ნოეს პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა.  ახლა კი ის და ჯანეტი უსაყვარლეს ანნას ზრდიან.