ნატო გელაშვილი ბებიის ამპლუაში, ურთიერთობა რძალთან და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები - Marao

ნატო გელაშვილი ბებიის ამპლუაში, ურთიერთობა რძალთან და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები

2024-04-03 14:19:13+04:00

"ბებიობა გონს აკარგვინებს. ყველაზე საოცარი ის არის, რომ პატარა ლუკასა და ნატოს კიდევ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. სულ სხვანაირად იქცევა ლუკა ბებიასთან. მის სიმღერას რომ გაიგონებს, თუნდაც ტელევიზორში, სულ სხვანაირად უბრწყინავს თვალები. აქაც დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ნატოსგან გამომდინარე ხდება. ის ყველასთან მეგობრობს, ყველა ასაკის ადამიანთან, მათ შორის, ერთი წლის ლუკასთანაც…“ - ამბობს ნატო გელაშვილის შესახებ მისი რძალი, ანეტა ნიკურაძე. 

ნატო გელაშვილის ვაჟმა გიორგი ჭოხონელიძემ ცოტა ხნის წინ იქორწინა რჩეულზე, უმშვენიერეს ანეტა ნიკურაძეზე.რომანტიკული ხელის თხოვნისა და ქორწილის შემდეგ ისინი პირველი შვილის მშობლებიც გახდნენ. გიორგიმ ვაჟს ძმის, ლუკას სახელი დაარქვა და ოჯახს კიდევ ერთი ლუკა ჭოხონელიძე შეემატა. მას შემდეგ კი, ისევე, როგორც მათი ოჯახის ყველა წევრის, ნატო გელაშვილის ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა. 

  • "მამამისთან ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთობა და დღემდე ასეა, მეგობრობენ" - ნატო გელაშვილის დანგრეული ოჯახი, ორი ქორწინება, გარდაცვლილი ძმა და დიდი ტრაგედია 
  • "ჩვენი ოჯახური იდილია... ბანი გვაკლდა და, აი, პატარა ლუკამ, აქ ვარო..." - ნატო გელაშვილი შვილებთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს 

ნატო გელაშვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს რძალთან, ანეტა ნიკურაძესთან: 

"ანეტა ნამდვილი ჩემიანია, ასე ვეძახი – ჩემი გოგო. ჯერ ჩემი გოგო და შემდეგ ბიჭები. ბევრი რამ გვაქვს საერთო, ზოგჯერ ნამდვილ დედა-შვილს არ ექნება. გიორგისაც ხშირად უთქვამს, თქვენ ხომ არ თათბირობთ, ანეტა რასაც მეტყვის, ზუსტად იმავეს მეუბნებიო. ვპასუხობ, იმიტომ, რომ ერთ ღირებულებებზე ვდგავართ-მეთქი. ისიც ისეა გაზრდილი, როგორც მე – ახლობლების, ოჯახის, ხალხის, ღმერთის სიყვარულით. ტრადიციული გოგოა, კარგი ქართველი ქალი. მადლობა უფალს, რომ ჩემს ოჯახში შემოვიდა არაჩვეულებრივი გოგო, რომელთანაც ერთ ენაზე ვლაპარაკობ" - ამბობდა ნატო ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას. 

ნატო გელაშვილის ბიოგრაფია 

ნატო გელაშვილი 1972 წელს დაიბადა. დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში. ამ პერიოდში მას უკვე, დაახლოებით, ათი მუსიკალური ნაწარმოები ჰქონდა დაწერილი. პირველი სიმღერა თოვლზე დაწერა, მაშინ მეოთხე კლასში იყო.

1989 წელს ნატომ მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებისთვის საკმაოდ აღმავალი იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.

1995 წელს ჩატარდა ბათუმის ფესტივალი. ამ დროს ნატო უკვე კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი იყო, მისმა სიმღერამ ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა. ეს იყო პირველი წარმატება, საიდანაც ამოტივტივდა მისი სახელი, თუმცა, მანამდეც ჰქონდა პატარ-პატარა კონცერტები და წარმატებები.

"ვიტირე, ვიცინე, არ ვიცი, რა მჭირდა... ამ საღამომ წამიყვანა სადღაც, ამქვეყნიერი არ ვიყავი" - ემოციები ნატო გელაშვილის ვარსკვლავის გახსნის შემდეგ 

მიუხედავად ბათუმში მიღწეული წარმატებისა, ნატო ამის შემდეგ ფესტივალზე აღარ გასულა. "საერთოდ არ მიყვარს კონკურსები, ბათუმის ფესტივალზეც შემთხვევით მოხვდა ჩემი სიმღერა, უბრალოდ ძალიან მთხოვეს, რომ ბათუმზე დამეწერა.“

სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო გასტროლები ბულგარეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ისრაელში და ეს გასტროლები დღემდე გრძელდება. ტარდებოდა აგრეთვე საქველმოქმედო კონცერტებიც.