,,პირველივე დანახვაზე ვიგრძენი, რომ ძალიან მომეწონა, ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო" - გურამ კაშია მეუღლის შესახებ - Marao

"პირველივე დანახვაზე ვიგრძენი, რომ ძალიან მომეწონა, ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო" - გურამ კაშია მეუღლის შესახებ

2024-04-04 12:33:11+04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ოჯახთან ერთად ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარი იყო. გურამმა და თამთამ ერთმანეთის შესახებ ისაუბრეს:

"პირველივე დანახვაზე ვიგრძენი, რომ ძალიან მომეწონა, ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო, ვინც კი შემხვედრია. ვეცადე, რომ ურთიერთობაში შევსულიყავი და გამომივიდა. ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის და პირად სივრცეს პატივს ვცემთ. ვეხმარებით ერთმანეთს.”, – იხსენებს გურამი.

"ჩემი შვილები არიან ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემს ცხოვრებაში" - გიორგი ცინცაძე 

სტადიონზე გადარჩენილი სიცოცხლე, რთული პერიოდი და დიდი დაბრუნება ნაკრებში - ჯაბა კანკავას ცხოვრების საინტერესო მომენტები 

თამთას თქმით, მეუღლესთან თავს ძალიან თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს.

"მასთან ძალიან თავისუფლად და კომფორტულად ვიყავი. არ მახსოვს, რომ რაიმეზე სერიოზულად გვეკამათოს, ყველაფერზე ვთანხმდებით და სრული თავისუფლება გვაქვს ერთმანეთში”, – ამბობს თამთა.

გურამ კაშიას ბიოგრაფია

გურამ კაშიას საქართველოსა და მის საზღვრებს მიღმა ბევრი იცნობს. წარმატებული ფეხბურთელი სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის, არნემის „ვიტესის“ კაპიტანი იყო. გურამ კაშია განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მოედანზე ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლავურით გამოვიდა. საქართველოში ეს ფაქტი ბევრმა გააკრიტიკა.

თავად გურამ კაშია კი ამბობდა, რომ ის ძალადობის წინააღმდეგია:

„მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მანამ, სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მხარს დავუჭერ მას.”

გურამ კაშია 2003–2010 წლებში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, ამ პერიოდის მანძილზე საკლუბო დონეზე მოგებული აქვს უამრავი ტიტული. კაშია "დინამოს" პირველ გუნდში 2006-07 წლების სეზონიდან გამოდიოდა. ამ სეზონში იგი, ძირითადად, შეცვლებზე შემოდიოდა, ხოლო მომდევნო სეზონიდან კი გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, მოიგო უმაღლესი ლიგა, თასი და სუპერთასი.

2010 წლიდან გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ წამყვანი მცველი იყო. კაშია იყო გუნდის კაპიტანი და 2017 წელს მისი ლიდერობით გუნდმა ნიდერლანდების თასიც მოიგო. 2015 წლის აგვისტოში კაშია დასახელდა ერედივიზიის თვის საუკეთესო მოთამაშედ.

"თავიდან არ მქონია ფეხბ­ურთის ამოჩემება. სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა. ჯერ კალათბურთი მიზიდავდა, შე­მდეგ რაგბი - მამაჩემი იყო მორაგბე და უნდოდა, რომ მეორე შვილი მაინც გაჰყოლოდა ამ გზ­ას, მაგრამ ბოლოს მაინც ფეხბ­ურთმა მძლია და ჩემი ძმის გზას გავყევი. მამის ტრადიცია არც ერთმა არ გავაგრძელეთ" - იხსენებდა კაშია.

გურამ კაშიას მეუღლე

გუ­რამ კა­ში­ას მე­უღ­ლე თამ­თა გი­გაშ­ვი­ლია, პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნე. წყვილს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს - ალექ­სან­დრა. "ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა გაგ­ვაც­ნო... საკ­მა­ოდ მალე და­ვახ­ლოვ­დით, ერ­თმა­ნეთს კარ­გად გა­ვუ­გეთ. ყვე­ლა­ფე­რი უცებ მოხ­და. მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ თა­ვა­დაც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. გაც­ნო­ბი­დან ცოტა ხან­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ერ­თმა­ნე­თი მოგ­ვწონ­და და უფრო მე­ტიც, გვიყ­ვარ­და კი­დეც...

შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვით, მერე კი და­ო­ჯა­ხე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. სხვა­თა შო­რის, ერ­თმა­ნე­თის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი არ აგ­ვიხ­სნია. სი­ტყვე­ბი არ იყო სა­ჭი­რო სა­ი­მი­სოდ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა გაგ­ვერ­კვია. მა­შინ არც ისე­თი პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით: მეც და გუ­რა­მიც 22 წლის გახ­ლდით და გა­აზ­რე­ბუ­ლი გვქონ­და, რა ხდე­ბო­და ჩვენს თავს. ოჯა­ხის შექ­მნა­ზეც ბევ­რი არ გვი­ფიქ­რია. ერ­თად თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დით და ერ­თმა­ნე­თის ყო­ველ­თვის უთ­ქმე­ლად გვეს­მო­და. დიდი ქორ­წი­ლი არ გვქო­ნია, რად­გან არც მე და არც გუ­რამს არ გვქონ­და ამის სურ­ვი­ლი." - ამბობდა თათა გიგაშვილი.