დღეს საზოგადოების ყოველი წევრი ცდილობს წარმატების მიღწევას... ქალბატონები პროფესიის მიღებას და კარიერულ წინსვლასთან ერთად, ოჯახის მოვლას და შვილების გაზრდასაც ახერხებენ. წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ მრავალშვილიან დედებს:
"ჩემი უფროსი შვილი, დათუნა, მუსიკალურ სფეროშია, სახლში კიდევ ორი თინეიჯერი მყავს..." - სალომე ღვინიაშვილი, როგორც მრავალშვილიანი დედა და მისი აღზრდის მეთოდები
"ახალგაზრდა დედების მოტივაცია ხარ" - მოდელ ქეთი ჟღენტის ქორწინება 19 წლის ასაკში, სამი შვილი და ოჯახური ცხოვრება
ანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.
თეა დარჩია
„სუხიშვილების“ ცნობილი სოლისტის უფროსი ქალიშვილი, მარიამი ასევე წარმატებული მოცეკვავეა. თეას და მის მეუღლეს, გუჯას, კიდევ სამი შვილი ჰყავთ, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.
ნინო ცქიტიშვილი
ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
სალომე ღვინიაშვილი
სალომე სამი შვილის დედაა. მას პირველი ქორწინებიდან დათუნა ჰყავს, მეორე ქორწინებიდან ფეხბურთელ ზურა ხიზანიშვილთან კი - ტასო და ნიტა.
რუსა ჩაჩუა
ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა დღეს საქართველოში ერთ-ერთ ლამაზ ქალად ითვლება. ახალგაზრდა მოდელი მრავალშვილიანი დედაა. რუსას ორი შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ორი შვილი კი დიმა ნაფეტვარიძესთან ქორწინების შემდეგ შეეძინა.