ოთარ კობერიძე
ოთარ კობერიძე დაიბადა თბილისში 1924 წლის 17 დეკემბერს. მისი პირველი ფილმი იყო ნიკოლოზ შენგელაიას „შავი მთები“, სადაც პარტიზანს თამაშობდა. ეს იყო მოკლემეტრაჟიანი სურათი ბესარაბიელებზე. მაშინ კობერიძე მერვე კლასში იყო. ფილმის შემდეგ ჩარიცხეს კინოსამსახიობო სტუდიაში, პირველ კურსზე. დილით სკოლაში დადიოდა, საღამოს სტუდიაში.
შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევდა მეუღლე — პოპულარული ქართველი მსახიობი ლია ელიავა.
თენგიზ არჩვაძე
თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.
1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვისტო“, „ჯორდანო ბრუნო“ და სხვ. 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „ერთი ცის ქვეშ“, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“, „შეხვედრა წარსულთან“, „შეხვედრა მთაში“, „მალე გაზაფხული მოვა“ და სხვ.
ლევან უჩანეიშვილი
დაიბადა 1958 წლის 15 დეკემბერს ქალაქ თბილისში. 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. დაიწყო როგორც კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობმა. კინოში იღებენ 1976 წლიდან. 1980-იანი წლების განმავლობაში როლებს იღებდა ქართულ ფილმებში. აღსანიშნავია ფილმები „სახლი ლესნაიაზე“, „კუკარაჩა“, „მამაკაცები და სხვები“, „სპირალი“ და სხვა.
ზურა ყიფშიძე
1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი "როცა აყვავდა ნუში" გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს, მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია.
ლევან აბაშიძე
ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, გამორჩეული ნიჭისა თუ სილამაზის წყალობით, არ გასჭირვებია გულშემატკივრების არმიის გაჩენა. მისი გულის მონადირებას არაერთი გოგონა ცდილობდა... 1987 წელს კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ლევან აბაშიძე მარლონ ბრანდოსაც კი შეადარა.
თორნიკე გოგრიჭიანი
თორნიკე გოგრიჭიანს ქართული თეატრისა და კინოს მაყურებელი კარგად იცნობს. ბევრი აღიარებს მის ნიჭიერებას და პროფესიონალიზმს.
თორნიკე ფართო საზოგადოებამ სერიალით "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო. მოგვიანებით, მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ასევე პოპულარულ სერიალებში "ტიფლისი" და "ხელოვნური სუნთქვა". სულ ცოტა ხნის წინ კი, სხვა ქართველ მსახიობებთან ერთად, Netflix-ის ფილმში Extraction 2-ში მიღო მონაწილეობა, სადაც პარტნიორობას ცნობილ მსახიობს, კრის ჰემსუორთს უწევდა.
ირაკლი კვირიკაძე
ირაკლიმ თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მთავარი როლი ითამაშა ფილმში "TBILISI I LOVE YOU", შემდეგ კი სამსახიობო კურსების გასავლელად Stella Adler Studio-ში გაემგზავრა. ნიუ-ორკში სწავლის დროს რეზო გიგინეიშვილს შეხვდა, რომელმაც მას მთავარი როლის შესრულება ფილმ "მძევლებში" შესთავაზა. ასევე ენტონ ჰოპკინსთან ერთად მიიღო მონაწილეობა ფილმში "Now Is Everything". ამჟამად მონაწილეობს ახალ ქართულ სერიალში "ცვალებადი ნიშნები", რომელიც სტუდენტების ცხოვრებასა და მათ თავგადასავლებზე გვიყვება.
კახა კინწურაშვილი
დაიბადა 1984 წლის 18 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. 2006 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო ფაკულტეტი. მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა სერიალიდან "ტიფლისი".
დათუნა გოცირიძე
დათუნა გოცირიძე დაიბადა 1979 წელს. იგი რუსთაველის თეატრის მსახიობია 2001 წლიდან. მონაწილეობა მიღებული აქვს უამრავ სპექტაკლში. ასევე მონაწილეობდა სერიალებში: “დეტექტივები'', “გოგონა გარეუბნიდან'', “ჩემი ცოლის დაქალები'
თორნიკე ბზიავა
თორნიკე ბზიავა დაიბადა 1980 წელს 1 ივლისს. შეასრულა “ცხრა მთას იქით ” -მხატვრულ ფილმში მთავარი როლი. ასევე მონაწილეობს ფილმში “აგვისტოს 5 დღე” და ა.შ.