მომღერალი სალომე კორკოტაშვილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც პოპულარობით სარგებლობს. ის საქართველოში ცნობადი სახის, გია კორკოტაშვილის ქალიშვილია.
სალომე კორკოტაშვილის პირადი
პირველი ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა. მისი რჩეული 19 წლის ტოტო კალანდაძე გახლდათ. წყვილმა ერთმანეთი ლისის ტბაზე გაიცნო და ამტკიცებდნენ, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. გაცნობიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდგომ ოჯახი გაიპარნენ და ოჯახიც შექმნეს. ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდგომ წყვილი დაშორდა. წყვილს ერთი საერთო ვაჟი ჰყავს.
"ჩემი მეუღლე ინგლისელია, მეორე ქორწინებაში ბედნიერი ვარ... 11 წლის შვილი მყავს... უფლება არ მაქვს, სუსტი დედა ვიყო..." - სალომე კორკოტაშვილი ოჯახზე და პიროვნულ თვისებებზე
"მე ხომ მიყვარდა სერგო და მისი მადლიერი ვიყავი, თვითონაც ძალიან შევუყვარდი" - ბაია დვალიშვილი სერგო ფარაჯანოვზე
"– სიყვარული, ჩემი აზრით, ჰგავს ყვავილს, რომელსაც მოვლა სჭირდება. თავიდან ყველაფერი ადვილია, აღფრთოვანებული ხარ, მაგრამ თუ ამ ყველაფერს არ გაუფრთხილდი, რაღაც დროის შემდეგ ქრება" - ამბობდა სალომე.
სალომე მოგვიანებით სამორი ბალდესაც ხვდებოდა, თუმცა ურთიერთობა მალევე დასრულდა. მოგვიანებით სალომე უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლა იქ გააგრძელა.
"ჩვენს რეალობაში სირთულეები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. საერთოდ თბილისი ძალიან დეპრესიული ქალაქი მგონია, ჩემმა ბევრმა მეგობარმა მოიკლა თავი. ისიც საკუთარი თვალით ვნახე, ჩემი ფანჯრის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარი როგორ მოკლეს. ამ მოვლენების გამო ერთი პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი.
მუსიკის არაერთ მასწავლებელს უთქვამს ჩემთვის, არაფერი გამოგივა, რატომ წვალობო. სწორედ ამ ადამიანებს ვუგზავნი ხოლმე ჩემი წარმატების ამსახველ ფოტოებს და ვწერ: “გთხოვთ, სხვებს ნუღარ დააკომპლექსებთ”.
გარკვეული პერიოდი მზად არ ვიყავი, უცხოეთში ჩემს კარიერაზე სერიოზულად მემუშავა. ენაც კი არ ვიცოდი კარგად. მეზარებოდა ენის კურსებზე სიარული. ქმარმა დამაწყებინა ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლა. თავიდანვე შემითანხმდა, ჩხუბის დროსაც კი შეგისწორებ სიტყვებს, არასწორად თუ წარმოთქვამო."
მომღერალმა მეორედ შექმნა ოჯახი. მისი მეუღლე ინგლისელია. ის პროფესიით ჟურნალისტია და ლექციებსაც კითხულობს.
ამ სიყვარულში ძალიან გამიმართლა, რადგან ის ძალიან მეგობრულია და “იეს მენია”, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერზე აქვს პასუხი: “დიახ”. ამიტომ ბევრს ვმოგზაურობთ ნეპალში, ტიბეტში.
თვითონ ყოველთვის მეუბნება, რომ ცხოვრება არ არის ადვილი, ყოველთვის უნდა გქონდეს დიდი ზურგჩანთა, იარო წინ, ნახო ბევრი რამ და არ აქვს მნიშვნელობა, წვიმს, თოვს თუ მზეა. რიჩარდის ძალიან მადლობელი ვარ, რადგან საკუთარ თავში უფრო დიდი რწმენა გამიღვივა.
რიჩარდი 5 წლის წინ, სწორედ იმ დროს გავიცანი, როდესაც ყველაზე მარტოდ ვგრძნობდი თავს. ის ყველანაირად ეცადა, საკუთარ თავში საუკეთესო თვისებები დამენახა" - იხსენებდა სალომე კორკოტაშვილი.