ბეჰქემების ოჯახი სააღდგომო არდადეგებს იახტაზე ატარებენ. კადრებს კი რა თქმა უნდა სოციალურ ქსელში აზიარებენ. ცოტა ხნის წინ ვიქტორიამ დევიდთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნე. ერთი შეხედვით უწყინარმა ფოტომ კი საზოგადოების დიდი კრიტიკა გამოიწვია - ყველა ამტკიცებდა, რომ ვიქტორიამ ფოტოშოპი გამოიყენა.
გულშემატკივრებმა სწრაფად შენიშნეს რაღაც უცნაური ფოტოები. "რატომ არის დევიდი ფოტოშოპირებული სურათზე?" - „ეს აშკარად ფოტოშოპია, მაგრამ ისინი არ იღებენ ნეგატიურ კომენტარს, როგორც პრინცესა ქეითი“.. - ვკითხულობთ კომენტარებში.
"იღბლიანი ვარ, რომ ჩემი დედამთილი ვიქტორია ბექჰემია" - რძალ-დედამთილის "დიდი შერიგება" და ფოტოები, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ლეგენდარული ეპოქის დასასრული!" - 40 გამორჩეული ქალი Vogue-ის გარეკანზე და ბოლო ნომერი ედვარდ ენინფულის რედაქტორობით
სერიალი ვიქტორიას შესახებ
პროდიუსერები ვიქტორიას შესახებ ახალი სერიალის გადაღებას გეგმავენ. „ეს იქნება დოკუმენტური ქრონიკა იმის შესახებ, თუ როგორ ააშენა ვიქტორიამ მოდის და სილამაზის იმპერია.
„შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, თუ რამხელა ძალისხმევა დახარჯა მან საკუთარი თავის ხელახლა შექმნაში“ - ნათქვამია პროდიუსერების განცხადებაში.
ვიქტორიას და დევიდს რომ შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ამაზე დევიდის ბოლოდროინდელი ინტერვიუებიც მეტყველებს: "ვიქტორიათი ძალიან ვამაყობ. მან, Spice Girls-ი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგონების ჯგუფი დატოვა, რომ დიზაინერი გამხდარიყო და წარმატებას მართლაც მიაღწია. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელია.
როგორც წესი, ასე ხდება: ჩემი ცოლი ახალ ჩანთებს, ტანსაცმელს ყიდულობს. შემდეგ მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომლის ღირებულებაც 1 ევროა" - ამბობდა დევიდ ბექჰემი.